სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N190 საჯარო სკოლამ ვებინარს უმასპინძლა
27-10-2023
-
+


თბილისის N190 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო ღონიძიება თუ აქტივობა იმართება.

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (ctc), სკოლა-ლაბის პროგრამის მიერ „სკოლების გაძლიერების ინიციატივის ფარგლებში" და გერმანული ფონდის - Bread for the World-ის (BfdW) ფინანსური მხარდაჭერით, „სკოლების გაძლიერების ინიციატივის“ მცირე გრანტების კონკურსი განხორციელდა. სადაც საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაციამ პროექტი - „ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელშეწყობა და სასკოლო საზოგადოებისათვის ახალი სერვისების განვითარება და დანერგვა",  წარადგინა. ის 5 გამარჯვებული პროექტიდან ერთ-ერთია. პროექტის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით რამდენიმე სკოლა შეირჩა, რომელთა შორისაა თბილისის N190 საჯარო სკოლაც.

სკოლამ პირველ ვებინარს უმასპინძლა. პროექტის ფარგლებში, მასწავლებლებს სასწავლო რესურსების შექმნის ინსტრუქციები ნაბეჭდი სახით მიეწოდათ, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი, თუ როგორ უნდა გამოიყენონ მასწავლებლებმა დავალებების შექმნისას სხვადასხვა ისტ. ტექნოლოგიები, რას უნდა მიაქციონ ყურადღება. მოცემული აქვთ კონკრეტული პლატფორმების ბმულები და მათი დეტალური გამოყენების ინსტრუქციები. ასევე, მიიღეს საკითხავი დამხმარე ლიტერატურა და სამუშაო ფურცლები, ამ მასალით ისინი სტანდარტით გათვალისწინებულ დავალებათა ტიპებს გაეცნობიან, რომლებშიც მესამე თაობის ესგ-ს მისაღწევი მიზნებია გათვალისწინებული. 

„პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები და დასკვნითი შემაჯამებელი კონფერენცია, სადაც პროექტის მონაწილე მომხსენებლები დამსწრე საზოგადოებას გაუზიარებენ ამ პროექტის განმავლობაში მიღებულ ცოდნასა და მათ მიერ შედგენილ დავალებების ნიმუშებს. შერჩეულ სკოლებთან უკვე გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმები“,- ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება