| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ალისუბნის თემის N1 საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო ვითარებაში დაიწყეს.
მოსწავლეებს სკოლაში „ანბანის შებრძანება“ მასწავლებელმა ხათუნი ქარქაშაძემ დღესასწაულად უქცია. მათ შემოქმედებითი აქტივობებით დატვირთული და როგორც სკოლაში ამბობენ, გამორჩეულად ლამაზი გაკვეთილი შესთავაზა.
„გილოცავთ ანბანეთში მოგზაურობას“ - ასეთი სათაური ჰქონდა გაკვეთილს, რომლის ორგანიზებაში მასწავლებელმა დიდი შრომა ჩადო“ , - ამბობენ სკოლაში.
გაკვეთილზე ბავშვებმა გაიხსენეს „დედა ენის“ შემოქმედი იაკობ გოგებაშვილი. ყურადღებით დააკვირდნენ, შეისწავლეს ასოების მოხაზულობა და დავალებები ინტერესით შეასრულეს.
„პატარებმა „უგალობეს“ ანბანს, პირველად მოხაზეს „ია“ და თავიანთი პირველი ნამუშევარი სათუთად შეინახეს სამახსოვრო კონვერტში“, - აღნიშნავენ სკოლაში.
გაკვეთილს ესწრებოდა სკოლის დირექტორი დავით კუტივაძე და მისი მოადგილე მანანა კუპატაძე.
„ბატონმა დავითმა მიულოცა პატარებს ეს მნიშვნელოვანი დღე და დაულოცა გზა „ანბანეთისკენ“, - გვიყვებიან სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას და საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩართვას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს შეეხება - პროგრამა ხვალიდან, 22 ოქტომბრიდან იწყება
„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...
აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„მობილური ტელეფონების შეზღუდვა, სასკოლო ფორმების დაწესება, მოსწავლეებში თანასწორობის განცდას აძლიერებს“...
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება