| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლამ მნიშვნელოვანი წარმატებები მოიპოვა თერჯოლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ ორგანიზებულ „დედაენის კვირეულში“, რომელიც „ვეფხისტყაოსნის“ 850 წელს მიეძღვნა.
შოთას პოემის უკვდავსაყოფად სკოლამ საკონკურსოდ მოსწავლეთა ნახატები, კალიგრაფიის ნიმუშები, ესეები წარადგინა, მონაწილეობა მიიღო თემატურ საღამოში „ხელიხელსაგოგმანები“, თეატრალური საღამოსათვის წარადგინა სპექტაკლი (მასწავლებლები: ცარო ჭელიძე, ნათია გიორგაძე).
მოსწავლეები საგანმანათლებლო რესურსცენტრის რეგიონალური განვითარების ფონდის მხარდამჭერით დიპლომითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ:
მარიამ ქავთარაძე - IX კლასი (ხატვის კონკურსი)
თინიკო ცირეკიძე - XI კლასი (ესეებისა და კალიგრაფიის კონკურსები)
თეკლა კუკულავა - VIII კლასი (მხატვრული კითხვის საღამო)
ცარო ჭელიძე - ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი (თემატური საღამო).
ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლა ულოცავს მოსწავლეებს და მასწავლებელს ამ წარმატებას და მომავალში წინსვლას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო