სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბათუმის N8 საჯარო სკოლის ყოველწლიური აქცია - „სიკეთე გადამდებია“ დაიწყო
23-10-2023
-
+


ბათუმის N8 საჯარო სკოლის Xბ კლასში, ყოველ წელს უკვე ტრადიციად იქცა,  საქველმოქმედო კამპანია -  „სიკეთე გადამდებია“. 

სიკეთე გადამდებია, ნულოვანი შიმშილი, აქციე სიკეთე ტრადიციად - ამ იდეების ირგვლივ გაერთიანდენ მოსწავლეები და გამოვიდნენ ინიციატივით - რაც შეიძლება მეტი ადამიანის გული გაახარონ.

„დღეს ჩვენ ვიყავით. ვინ იქნება მომდევნო კვირის აქტივისტი კლასი?“ - ამ გზავნილით კი, მეათეკლასელებმა სხვა კლასებსაც მოუწოდეს სიკეთის კეთებისკენ. 

აღსანიშნავია, რომ კლასის დამრიგებელმა - ია ბლაგიძემ, გამოწვევა სოციალურ ქსელშიც განათავსა და Xბ კლასის სახელით, გამოიწვია სამ კლასი: Xა კლასი(დამრიგებელი - მაია ჩაგანავა), VIIIზ კლასი (დამრიგებელი - მანო ჯაიანი) და სკოლა-ლიცეუმი „ნერგების“ პედაგოგის - ქეთი მახარაძის სადამრიგებლო კლასები. 

სიკეთე გადამდებია - სწორედ ამ მოტივით, ტრადიციად ქცეული კამპანია, არაერთი ადამიანის ღიმილისა და სიხარულის მიზეზი გახდა. 

„ვაქციოთ სიკეთე სხვადასხვა კლასების კვირის აქტივობად, გამოვიწვიოთ მომდევნო კვირის აქტივისტები, დავაპუროთ უფრო მეტი შეჭირვებული ოჯახი, რამეთუ სიკეთე გადამდებია, გელოდებით... “, - აღნიშნავს პედაგოგი ია ბლაგიძე. 

იხილეთ ვიდეო: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებმა შუალედური და საბოლოო ანგარიშები უნდა მოამზადონ - სამინისტრომ კადრების შერჩევა დაიწყო

მოსწავლის შეფასების სახეობები, ძირითადი ამოცანები და სისტემა 

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები
„შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებში ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის გააზრება“
 
 
 
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება