სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

500-მდე აპლიკანტიდან სერტიფიცირება მხოლოდ 25-მა პირმა გაიარა - დეტალები
22-10-2023
-
+


„500-მდე აპლიკანტიდან პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტის სერტიფიცირებული სტატუსი მხოლოდ 25 პირმა მოიპოვა“, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა. 
 
„პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტთა სერტიფიცირების მიზნით განხორციელებული კონკურსი მოიცავდა მონაწილეთათვის შეფასების რამდენიმე რთული ეტაპის გადალახვას და ტრენინგების ციკლს, რომელიც წინ უძღვოდა საბოლოო შეფასებას. კონკურსის ფარგლებში შემოსული 500-მდე აპლიკანტიდან კონკურსით გათვალისწინებული I ეტაპი (წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადარჩევა საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით) წარმატებით დაძლია 464 კანდიდატმა,  II ეტაპი (კანდიდატთა უნარების/პიროვნული თვისებების შეფასება (გასაუბრება)) წარმატებით დაძლია  121 კანდიდატმა, ხოლო  IV ეტაპი (საბოლოო შეფასება (გასაუბრება)) წარმატებით გაიარა და შესაბამისად, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტის სერტიფიცირებული სტატუსი მოიპოვა 25 პირმა. 

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი წარმატებას უსურვებს თითოეულ სერტიფიცირებულ სპეციალისტს ერთიან საქმეში, რომელსაც პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფა ჰქვია“, - აღნიშნულია განცხადებაში. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

პირველი სასწავლო დღეები მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი აქტივობებითა და ახალი გამოცდილებებით იყო დატვირთული

„ვიწყებთ პროექტს რწმენით, რომ ზოგჯერ ერთმა შეხვედრამაც შეიძლება ადამიანის მომავალი შეცვალოს“

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება