| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. ასეთი მიდგომა კი მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს უვითარებს, რაც ასე მნიშვნელოვანია.
ამჯერად, მე-8 კლასში სასწავლო პროექტი - „დიაბეტი- საშიში დაავადება“ განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა, მასწავლებელთან ერთად, მოიძიეს ინფორმაცია შაქრიანი დიაბეტის სიმპტომების, მკურნალობის, პრევენციის, რისკჯგუფების შესახებ, ისაუბრეს თუ როგორ ვებრძოლოთ დაავადებას.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები, შექმნეს ბროშურები, ამზადებენ კედლის გაზეთს, გააკეთეს კოლაჟი უპასუხეს კითხვებს ამომწურავად.
„მასწავლებელი შორენა მურუსიძე არასოდეს შემოიფარგლება მარტო საგაკვეთილო მასალით, მისთვის უმთავრესია მოსწავლეებმა მიღებული ცოდნა დანერგონ პრაქტიკაში. იყვნენ ჰუმანურები, ტოლერანტულები. სწამდეთ და ყველა დაბრკოლება გადაილახება...სიკეთე გადამდებია...მადლობა შორენა მურუსიძე მასწავლებელს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ