სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სპორტული კლუბი „ოლიმპო“ გაიხსნა
18-10-2023
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო, მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული.

ერთი წელია, რაც სკოლა სამოქალაქო განათლების პროგრამაშია ჩართული. პროგრამის ფარგლებში, სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი „ერთობა“, რომლის კურატორი ფიქრია გიორხელძე გახლავთ, სკოლა-ბიზნეს ფორუმში - პროექტით „სპორტული ქალაქი-ილიმპო“, მონაწილეობდა.

როგორც სკოლაში ამბობენ, სასიხარულოა, რომ პროექტს მხარი დაუჭირა და დააფინანსა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ - „იმერკრედიტი“. მიღებული თანხით მათ სპორტული ინვენტარი და მაისურები სპორტული ტურნირებისათვის შეიძინეს. 

დაარსდა სპორტული კლუბი. ამ მნიშვნელოვან მოვლენას მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „იმერკრედიტის“ წარმომადგენელი - თეიმურაზ ხარაბაძე, სამოქალაქო განათლების პროგრამის იმერეთის რეგიონის კოორდინატორი - ლანა თოთაძე და გრანტების სპეციალისტი - ქრისტინე ჩიხლაძე ესწრებოდნენ.

აუდიტორიას და მოწვეულ სტუმრებს მიესალმა სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე. საზეიმო ვითარებაში გაიხსნა სკოლის სპორტული კლუბი სახელწოდებით, „ოლიმპო“, რომელსაც კურირებას გაუწევს სპორტის მასწავლებელი გია უგლავა.  

„შეხვედრა კლუბის ლიდერმა მე-11ბ კლასის მოსწავლე ლიკა მიქაბერიძემ გახსნა. კლუბის გამარჯვებული ლოგოს შესახებ ისაუბრა მე-9ა კლასის მოსწავლე მარიამ ჯიქიამ, სახელწოდება „ოლიმპოს“, ისტორიული რაკურსი შემოგვთავაზა მე-9გ კლასის მოსწავლე ვახტანგ ამბროლაძემ, კლუბის წესდება გაგვაცნო მე-11ბ კლასის მოსწავლე ნინი ბენიძემ. აუდიტორიას წარვუდგინეთ ფოტოკოლაჟი, რომელიც ასახავდა კლუბის მიერ გასულ სასწავლო წელს გაწეულ მუშაობას. კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მადლიერებას მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „იმერკრედიტისა“ და სამოქალაქო განათლების პროგრამის მიმართ, რომელსაც ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება