სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თხილნარის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სახანძრო-სამაშველო სამსახურს ესტუმრნენ
15-05-2018
-
+


თხილნარის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ბათუმის სახანძრო-სამაშველო სამსახურში იმყოფებოდნენ. 

სკოლის აღსაზრდელებმა სახანძროს ტერიტორია დათვალიერეს. ნახეს სხვადასხვა სიტუაციაში - ტყეში, მრავალსართულიან შენობებსა და ავტოავარიების დროს გამოსაყენებელი სახანძრო ტექნიკა, აღჭურვილობა, იარაღები და ფორმები. 

დავათვალიერეს სახანძრო კოშკურა, რომელიც წვრთნების დროს გამოიყენება. შეესწრნენ თუ როგორ შედის სახანძროში შეტყობინება. მოსწავლეებმა მოირგეს მეხანძრე-მაშველის პროფესია, მეხანძრე-მაშველებს კითხვები დაუსვეს და სახიფათო სიტუაციიდან თავის დაღწევის შესახებ საჭირო ინფორმაცია მიიღეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, აქტივობა მოსწავლეებში ხანძრის თავიდან აცილების ქცევების გამომუშავების მიზნით ჩატარდა. 

„სასკოლო გარემოს სწორი მოწყობა უზრუნველყოფს მოსწავლეებისათვის გარემოს სადაც სწავლა და განვითარება კომფორტულ, უსაფრთხო და აკადემიურად მდიდარ სივრცეში ხდება. დღეს საზოგადოება ბევრჯერ დადგა სამწუხარო მოვლენის წინაშე, როცა ხანძართან უძლურია ადამიანი. ბუნებაში ხანძრის უმეტესობის გამომწვევი მიზეზიც ადამიანია და არ ფლობს მასთან ბრძოლის უნარებს. მოსწავლემ უნდა შეძლოს ხანძრის თავიდან აცილების ქცევების გამომუშავება და  ხალხმრავალ ადგილებში ხანძრის დროს სწორი ქცევის შემუშავება.

ამ ქცევების შემუშავებაში აქტიურად დაგვეხმარნენ ბათუმის სახანძრო-სამაშველო სამსახურის მეხანძრე -მაშველები, მადლობა მათ საგანგებო და გადაუგებელ სიტუაციაში ოპერატიული რეაგირების უნარების შესწავლაში. სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები სამომავლოდ კვლავ ვეწვევით ამ კეთილ და მამაც ადამიანებს, რადგან მაშველ-მეხანძრეებთან ერთად შევუქმნათ ჩვენს პატარებს უსაფრთხო გარემო სკოლასა და ოჯახში“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ბაღების სია, რომელთა მონიტორინგიც ერთი წლით გადავადდა

პიჯაკი 45 ლარი, შარვლი და ქვედაბოლოები 25-25 ლარი ეღირება - სასკოლო ფორმების ფასი ცნობილია

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება