| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით მიმდინარეობს.
30 სექტემბერს სკოლის დირექტორი - იზოლდა ხვიჩავა და მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელი - ანასტასია მიქავა დემოკრატიული სკოლების წლიურ კონფერენცია-გამოფენაში მონაწილეობდნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, კონფერენციაზე თვითმმართველობის წევრმა, ანასტასია მიქავამ თავის ბანერთან გააკეთა პრეზენტაცია მოსწავლეთა თვითმმართველობის განხორციელებული აქტივობების შესახებ. მას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მოადგილე თამარ მახარაშვილი და სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორი მარინა უშვერიძე.
„კონფერენციაზე სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორმა - მარინა უშვერიძემ გაგვაცნო სამოქალაქო განათლების პროგრამის შედეგები და სამომავლო გეგმები. გაიმართა პლენარული დისკუსიები გაზიარებულ ლიდერობაზე, სკოლების ავტორიზაციასა და მოსწავლეთა თვითმმართველობის ქსელებზე, მათ როლზე, დემოკრატიული სკოლების საერთაშორისო პრაქტიკაზე“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აღნიშნულ დღეს ასევე გაიმართა დემოკრატიული სკოლების დაჯილდოების ცერემონია.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მხარს უჭერენ როგორც მოსწავლეთა, ასევე პედაგოგთა წარმატებას.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში