სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კირიონ II-ის სახელობის ქობულეთის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის მე-6 კლასში ქართული ღვინის კვირეული მრავალფეროვნად აღინიშნა
17-10-2023
-
+


ქობულეთის წმიდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრში სასწავლო პროცესი საინტერესოდ მიმდინარეობს.

ცენტრის, წმინდა ქეთევან დედოფლის სახელობის მე-6 ა კლასში ქართული ღვინის კვირეული მრავალფეროვანი აქტივობით აღინიშნა.

როგორც საგანმანათლებლო ცენტრში გვიყვებიან, კვირეულის მიზანი იყო ქართული ყურძნის ერთ-ერთი პოპულარული ჯიშიდან, რქაწითელიდან კახური და ევროპული ტექნოლოგიით, სპონტანური და კულტურული საფუარების გამოყენებით დამზადებული ღვინომასალების ზოგიერთი განმასხვავებელი ფიზიკურ-ქიმიური და ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების შესწავლა, აგრეთვე ღვინის ბაზარზე მოქმედი ზოგიერთი ფაქტორების გამოკვლევა.

ასევე აღსანიშნავია, რომ კვირეულის ფარგლებში, ტურისტებისთვის დამზადდა სარეკლამო აბრები.

აქტივობებში მოსწავლეები დიდი ინტერესით, ხალისითა და მონდომებით მონაწილეობდნენ. მათ ბევრი საჭირო და საინტერესო ინფორმაცია მიიღეს.

„მადლობა პატარებს და პედაგოგ სოფო რომანაძეს გაწეული შრომისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება