| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გურამ ქარქაშაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით სხვადასხვა საინტერესო პროექტებში წარმატებით ერთვებიან.
სკოლა კვლავ განაგრძობს საინტერესო პროექტების წარმოჩენას, რომელსაც პედაგოგები ახორციელებენ.
ამჯერად, მოსწავლეებმა როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სამოქალაქო განათლების აქტიური, მოტივირებული, ენერგიული და ინოვატორი მასწავლებლის - ელისო ჩიქოვანის ხელმძღვანელობით, პროექტი „თოჯინები მოგვითხრობენ უფლებებზე“, განახორციელეს.
მის ფარგლებში, დაიგეგმა ბევრი საინტერესო აქტივობა - მოსწავლეებმა გაიარეს ტრენინგები ადამიანისა და ბავშვთა უფლებების შესახებ და მათ ასევე, გამოცდილების გაზიარების მიზნით რეჟისორი მიიწვიეს. ასევე, ხელოვნების გაკვეთილებზე მოსწავლეებმა შექმნეს თოჯინები და მოაწყვეს მოძრავი სცენა.
„მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში, სამოქალაქო განათლების პროგრამა მხარს უჭერს სასკოლო საზოგადოების სხვადასხვა ინიციატივას. მათ შორის ერთ-ერთია აღნიშნული პროექტი“, - ამბობენ სკოლაში.
პროექტის მიზანი, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ადამიანების უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო მოსწავლეებში.
„ალბათ ბევრს გაუკვირდება, რა შუაშია თოჯინები სამოქალაქო განათლებასთან. ჩვენი პროექტის მიზანიც სწორედ ის იყო, რომ განსხვავებული, სახალისო ფორმით აგვემაღლებინა მოსწავლეებში ცნობიერება ადამიანის უფლებების შესახებ. შევიმუშავეთ სცენარი, გავანაწილეთ როლები, მუსიკის გაკვეთილზე მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნეს და საბოლოო ჯამში მივიღეთ შედეგი - გავმართეთ თეატრალური წარმოდგენა“, - ამბობს სამოქალაქო განათლების პედაგოგი.
ის ასევე აღნიშნავს, რომ პროექტში აქტიურად იყვნენ ჩართულნი სკოლის ადმინისტრაცია და მშობლები.
სკოლის ადმინისტრაცია დიდ მადლობას უხდის პედაგოგ ელისო ჩიქოვანს დაუღალავი შრომისა და მოსწავლეების მხარდაჭერისათვის.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში