| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ეროვნული პრემიით მასწავლებლების დაჯილდოების წესში ცვლილება შედის - საკითხი განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა პირველი მოსმენით უკვე განიხილა; პარლამენტარმა ვლადიმერ კახაძემ, განათლების მინისტრის მოადგილეს - ნოდარ პაპუკაშვილს მიმართა კითხვით: ღვაწლმოსილი მასწავლებლების ეროვნული პრემიით დაჯილდოება, ნიშნავს თუ არა, რომ კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ახალგაზრდა პედაგოგები იქიდან გამომდინარე, რომ სიტყვა „ღვაწლმოსილი“ თავისთავად გულისხმობს სტაჟიანს?
განათლების მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ ახალგაზრდა მასწავლებლებს უპირობოდ ექნებათ საშუალება, კონკურსში მიიღონ მონაწილეობა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი განაცხადია შესული, შესაძლოა, დასაჯილდოებელი მასწავლებლების რაოდენობა გაიზარდოს და 10-ის ნაცვლად, 15 პედაგოგს გადასცენ პრემია და სამკერდე ნიშანი.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ ასაკსა და სტაჟზე; ახალგაზრდებსაც შეეძლებათ კონკურსში მონაწილეობა და უკვე ასეულობით განაცხადია შემოსული... ასე რომ, ურთულესი გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს კომისიას“, განაცხადა ნოდარ პაპუკაშვილმა.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ