სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მოსწავლეს საგანი რომ შეაყვარო, აუცილებელია, იყო ინოვატორი“ - ფიროსმანის საჯარო სკოლის მასწავლებელი ეკატერინე მურადაშვილი
13-10-2023
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლის რუსული ენის უფროსი მასწავლებელი ეკატერინე მურადაშვილი პროფესიულ განვითარებას მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს. ის შრომისმოყვარეობით, საქმის სიყვარულით გამოირჩევა და თავის მოსწავლეებსაც მუდამ ამისკენ მოუწოდებს. ის ბავშვების მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნავს, ამიტომ მათ საინტერესო აქტივობებსა და მრავალფეროვან გაკვეთილებს სთავაზობს. etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მასწავლებელი ეკატერინე მურადაშვილი პასუხობს.


- მიმდინარე სასწავლო წელს მაქვს მოლოდინი...

- რომ იქნება ძირეული ცვლილებები განათლების სისტემაში, რომლებიც მასწავლებელზე მორგებული, მის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. დიდი იმედი მაქვს, რომ დაფასდება მასწავლებლის შრომა და მოიძებნება მარტივი გზა მისი კარიერული წინსვლისათვის.

- მასწავლებლისთვის წარმატება არის...
- თითოეული მოსწავლის წარმატება, ყოველ დასმულ შეკითხვაზე - სწორი პასუხი. მოსწავლეებში ნდობის, სიყვარულის და პატივისცემის მოპოვება.

- მოსწავლეს საგანი რომ შეაყვარო, აუცილებელია...
- პირველ რიგში, თავად გიყვარდეს და ფლობდე საგანს, იყო ინოვატორი, თითოეული გაკვეთილი გაჯერებული უნდა იყოს სიახლეებით... მარტივად მიაწოდო რთული და რაც ყველაზე მთავარია - სიყვარული თითოელი მოსწავლის მიმართ.

- მოსწავლეებს ხშირად ვურჩევ...
- უყვარდეთ წიგნის კითხვა, უყვარდეთ შრომა, ჰქონდეთ სწრაფვა ღირსებისკენ, რომ ღირსება არის ადამიანობის მწვერვალი და ამ მწვერვალზე ასასვლელი თითოეული ბილიკი ჩვენს მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი, ყოველი ჩვენს მიერ წარმოთქმული სიტყვა.

- სიახლე, რომლის დანერგვასაც განათლების სისტემაში ვისურვებდი... 
- სიახლე? სამწუხაროდ, გვაქვს ისეთი სკოლები, სადაც ელემენტარული პირობები არაა საკლასო ოთახებში... მე ვისურვებდი ინფრასტრუქტურულად გამართული იყოს ყველა სკოლა... რაც შეეხება სიახლეს - ვისურვებდი დაემატოს ისეთი სავალდებულო საგნები, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლის როგორც ზნეობრივი თვალსაზრისით ზრდას, ასევე პროფესიული თვალსაზრისით.

- როდესაც მასწავლებლობას ვიწყებდი, ვერ წარმოვიდგენდი...
- რომ ასე ძალიან შემიყვარდებოდა ჩემი პროფესია.

- პროფესიული განვითარებისთვის საჭიროა...
- მასწავლებლის პროფესიული განვითარებისთვის, მისი პროფესიული ზრდაა საჭირო, რაშიც განათლების სისტემა უდიდეს როლს უნდა თამაშობდეს დაწყებული ტრენინგებით, დამთავრებული მისი პრაქტიკული საქმიანობით. მასწავლებელმა უნდა იგრძნოს მხარდაჭერა, ზრუნვა, რათა თავად გახდეს მხარდამჭერი, მზრუნველი, თაობების, რომლის იმედზეც დგას ჩვენი ქვეყანა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება