სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„პროფესიული განვითარებისთვის საჭიროა მუდმივი სწრაფვა სიახლეებისკენ“ - ქვენობნის საჯარო სკოლის პედაგოგი ნანა ფოცხიშვილი
13-10-2023
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლის პედაგოგი ნანა ფოცხიშვილი კარიერულ განვითარებასა და მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციის ამაღლებაზე ორიენტირებული პიროვნებაა. მისთვის მასწავლებლის პროფესია შრომატევადი, მაგრამ ამავდროულად ბედნიერების, სიხარულისა და სიყვარულის მიმნიჭებელია. ყოველთვის ახარებს მოსწავლეთა წარმატება და ამისთვის თავადაც დიდ შრომას წევს. ბავშვებს რჩევებს ხშირად აძლევს - მათ ეუბნება, რომ იკითხონ ბევრი და მეცადინეობას დიდი დრო დაუთმონ. etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს პედაგოგი ნანა ფოცხიშვილი პასუხობს.

- მიმდინარე სასწავლო წელს მაქვს მოლოდინი...
- რომ საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება სასკოლო ცხოვრება ჩემს მოსწავლეებთან ერთად.

- მასწავლებლისთვის წარმატება არის...
- მოსწავლეთა წარმატება.

- მოსწავლეს საგანი რომ შეაყვარო, აუცილებელია...
- გულწრფელად გიყვარდეს, გჯეროდეს, ეხმარებოდე, მაშინ მოსწავლეს მასწავლებელიც უყვარს და მისი საგანიც.

- მოსწავლეებს ხშირად ვურჩევ...
- იკითხონ ბევრი წიგნი.

- სიახლე, რომლის დანერგვასაც განათლების სისტემაში ვისურვებდი...
- აიწიოს ბარიერი მისაღებ გამოცდებზე.

- როდესაც მასწავლებლობას ვიწყებდი, ვერ წარმოვიდგენდი რომ...
- ასეთი რთული, შრომატევადი და და თან ბედნიერების, სიხარულის, სიყვარულის მომნიჭებელი იქნებოდა.  

- პროფესიული განვითარებისთვის საჭიროა...
​- მუდმივი  სწრაფვა სიახლეებისკენ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გასაჩივრების შემდეგ ქულა შესაძლოა დაგაკლდეთ - აპელაციის თანხა 50 ლარია

„სასურველია ქუჩაში გადაადგილებისგან თავის შეკავება“ - ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით NCDC-ის გაფრთხილება

 საგრანტო კონკურსის ქულები გამოქვეყნდა - შეფასების სქემა და სწორი პასუხები

საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცი შედიოდა - სურსათის ეროვნული სააგენტოს დასკვნა ცნობლია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება