| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N20 საჯარო სკოლაში მასწავლებლის პროფესია დაფასებულია. დირექცია მასწავლებლების ღვაწლს, რომელსაც ისინი მოსწავლეთა განათლებაში დებენ ყურადღების გარეშე არ ტოვებენ.
სკოლაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეც არ დარჩენილა ყურადღების მიღმა. ეს დღე დირექციამ პედაგოგებს დიდი სიყვარულით მიულოცა.
„ყველაზე საინტერესო, საჭირო, რთულ და საპასუხისმგებლო პროფესიის დღეს გილოცავთ! „სკოლის პედაგოგებს აქვთ ძალაუფლება, რომელზეც პრემიერ-მინისტრებს მხოლოდ ოცნება შეუძლიათ“ მუდამ გეხაროთ თქვენი მოსწავლეების წინსვლითა და წარმატებით!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ 5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღეა. ამ დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ დღის მთავარი მიზანია მასწავლებელთა მხარდაჭერა, ღვაწლის დაფასება და მადლობის გადახდა საზოგადოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები
ორხვის საჯარო სკოლაში თითოეული ბავშვი ინდივიდუალური ყურადღების ცენტრშია
„მზად ვართ ახალი მწვერვალების დასაპყრობად და ველით დღეს, როდესაც სკოლის ეზოში პირველი ზარი დაირეკება“...