| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა „მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი“ - ახალი დოკუმენტი განსაზღვრავს იმ ვალდებულებებს, ცოდნას, უნარებსა და ღირებულებებს, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს პედაგოგი.
სტანდარტი სამ ძირითად მიმართულებაზეა ორიენტირებული: სასწავლო პროცესი, პროფესიული პასუხისმგებლობები და ეთიკა.
ახალი სტანდარტის მთავარი აქცენტები:
სასწავლო პროცესი და გარემო
ინკლუზიურობა და თანასწორობა: მასწავლებელი ვალდებულია შექმნას უსაფრთხო და თავისუფალი გარემო, სადაც დაცულია მოსწავლის ღირსება, სქესობრივი თანასწორობა და გამორიცხულია სტერეოტიპული ან დისკრიმინაციული მიდგომები.
ეროვნული და სამოქალაქო ცნობიერება: ხაზგასმულია მოსწავლეებში დემოკრატიული ღირებულებების, ტოლერანტობის, კულტურული მრავალფეროვნების ინტერესისა და მდგრადი განვითარების მიზნების გამომუშავება.
ციფრული ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი (AI): პედაგოგს მოეთხოვება სასწავლო პროცესში ციფრული ინსტრუმენტებისა და ხელოვნური ინტელექტის (AI) ეთიკური, უსაფრთხო და მიზნობრივი გამოყენება, ასევე მოსწავლეების მედიაწიგნიერების განვითარება.
მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასება: შეფასება უნდა იყოს განვითარებაზე ორიენტირებული, გამჭვირვალე და მრავალფეროვანი, სტერეოტიპული გავლენების გარეშე.
პროფესიული პასუხისმგებლობა და ეთიკა
უწყვეტი განვითარება და რეფლექსია: მასწავლებელმა მუდმივად უნდა შეაფასოს საკუთარი პრაქტიკა და შეადგინოს ინდივიდუალური პროფესიული განვითარების გეგმა.
მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები: სწავლის მეთოდების დახვეწა და ცვლილებები უნდა ეყრდნობოდეს მოსწავლეთა შეფასების რეალურ მონაცემებსა და სანდო კვლევებს.
თანამშრომლობა და პერსონალური მონაცემები: აქცენტი კეთდება მშობლებთან კონსტრუქციულ კომუნიკაციაზე, კოლეგებთან გამოცდილების გაზიარებასა და მოსწავლის პერსონალური მონაცემების მკაცრ დაცვაზე.
რაც შეეხება სპეციალურ პედაგოგებს, მათი მთავარი მოვალეობებია სწავლის სირთულეების ადრეული იდენტიფიცირება, არაფორმალური შეფასება, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის (ისგ) შემუშავებაში მონაწილეობა, ქცევის მართვის გეგმების შექმნა და სსსმ მოსწავლეების ტრანზიციის (საფეხურიდან საფეხურზე ან ახალ გარემოში გადასვლის) პროცესის უწყვეტი მხარდაჭერა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე
„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს