სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„საგნის სიყვარული მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობებიდან გამომდინარეობს“ - ჩაისუბნის N2 სკოლის ისტორიის წამყვანი მასწავლებელი ირმა რიონიძე
12-10-2023
-
+


ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის ისტორიის წამყვანი მასწავლებელი ირმა რიონიძე პროფესიაზე შეყვარებული პიროვნებაა. ის პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით გამოირჩევა, თავის მოსწავლეებსაც ამას შთააგონებს. როგორც თავად აღნიშნავს, მისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებთან მეგობრული ურთიერთობა, რადგან მისი თქმით, როდესაც მოსწავლე პედაგოგს პატივს სცემს და უყვარს, მას საგნის მიმართაც აუცილებლად აღეძვრება ინტერესი. etaloni.ge- ბლიც-კითხვებს ისტორიის პედაგოგი ირმა რიონიძე პასუხობს.

- მიმდინარე სასწავლო წელს მაქვს მოლოდინი...
- ველოდები განათლების სამინისტროს დაანონსებულ სიახლეებს. მჯერა, რომ ეს სიახლეები იქნება მასწავლებლისა და მოსწავლის საკეთილდღეოდ გაკეთებული. მოლოდინები ყოველთვის მაქვს პოზიტიური. ვფიქრობ, კიდევ ერთი წარმატებული წელი იქნება ჩემი სკოლისთვის.

- მასწავლებლისთვის წარმატება არის...
- წარმატება არის უდიდესი შრომის და პასუხისმგებლობის შედეგი. პირველ რიგში, უნდა გიყვარდეს შენი საქმე, როცა საყვარელ საქმეს აკეთებ შეუძლებელია არ იყოს წარმატების მომტანი. 

- მოსწავლეს საგანი რომ შეაყვარო, აუცილებელია...
- საგნის სიყვარულიც ურთიერთობებიდან გამომდინარეობს, ამბობენ მოსწავლეს თუ მასწავლებელი უყვარს შესაბამისად, საგანიც უყვარს. მოსწავლის პიროვნული აღიარება, მხარდაჭერა და საგნის მნიშვნელობის გააზრება განაპირობებს პოზიტიურ დამოკიდებულებას ნებისმიერი საგნის მიმართ.

- მოსწავლეებს ხშირად ვურჩევ...
- იყვნენ კრიტიკულები, ღიად და თავისუფლად გამოხატონ თავიანთი აზრი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მადლიერების გამოხატვა შეძლონ ერთმანეთის მიმართ მცირედი დახმარების შემთხვევაშიც კი.

- სიახლე, რომლის დანერგვასაც განათლების სისტემაში ვისურვებდი...
- ყველა სკოლას თანაბარი ხელმისაწვდომობა ჰქონდეს ეფექტური სასწავლო პროცესის წარმართვისათვის, ვინაიდან სკოლები არის ვაუჩერულ დაფინანსებაზე, ხშირად არასაკმარისი ფინანსები ხელისშემშლელია, რომ მასწავლებელმა ეფექტურად წარმართო სასწავლო პროცესი.

- როდესაც მასწავლებლობას ვიწყებდი, ვერ წარმოვიდგენდი რომ...
- ჩემი პროფესია იქნებოდა „ყოველდღე  სწავლის“ რეჟიმში, ჩემი ყოველდღიური სამსახური მთავრდება არა სკოლაში, არამედ სახლშიც.

- პროფესიული განვითარებისთვის საჭიროა...
- მასწავლებელი უნდა იყოს თვითკრიტიკული, უნდა შეგვეძლოს ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირება და პრობლემიდან გამომდინარე, სუსტი მხარეების დასაძლევად შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა. ეს კი უკვე მასწავლებლის პროფესიული განვითარებისაკენ მიმავალი გზაა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები 

მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა - ვალდებულებები, მოთხოვნები, ცვლილებები

ბაღებში სააღმზრდელო წელი 21 სექტემბერს დაიწყება - ინფორმაცია სოციალურ ქსელში რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებამ გამოაქვეყნა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება