| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის ბიოლოგიის პედაგოგ სოფიკო კვერნაძის ინიციატივითა და ორგანიზებით, მეღვინეობის ტრადიციების გაცნობის მიზნით, საინტერესო პროექტი განხორციელდა.
პროექტის სახელწოდება გახლდათ - „ყურძნიდან ღვინომდე“ და მასში ქუთაისის N32 საჯარო სკოლის კლუბ „ბიომედის“ წევრებთან ერთად ქუთაისის №40, №23 და №17 საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ერთკვირიანი სამუშაო პროცესის შემდეგ პროექტის მონაწილეები წყალტუბოში, მათეს მარანში შეიკრიბნენ, სადაც საკუთარი ნამუშევრები წარადგინეს და პროექტის ფარგლებში მიღებული გამოცდილება ერთმანეთს გაუზიარეს.
შეხვედრის მონაწილეებმა დაათვალიერეს მარანი, გაეცნენ მეღვინეობაში გამოყენებულ ინვენტარს და ადგილზე გაეცნენ ღვინის ჩამოსხმისა და ბოთლებზე ეტიკეტების დაკვრის პროცესს.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, თეორიული ცოდნა პრაქტიკული გამოცდილებით გაემდიდრებინათ, გაცნობოდნენ მეღვინეობის ტრადიციებსა და ღვინის წარმოების ძირითად ეტაპებს.
შეხვედრის დასასრულს პროექტის მონაწილეებს აქტიური ჩართულობისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ.
იხილეთ ფოტოები:
მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება
მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება
ბაღებში 21 ათასი აღსაზრდელით ნაკლებია - ყველაზე მეტი ბავშვი თბილისს მოაკლდა - ბოლო 3 წლის სტატისტიკა
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
ერთკვირიანი სამუშაო პროცესის შემდეგ პროექტის მონაწილეები წყალტუბოში, მათეს მარანში შეიკრიბნენ
მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება