სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

საშუალოდ, რამდენ შეტყობინებას იღებენ მოსწავლეები დღის განმავლობაში ტელეფონზე?
22-10-2023
-
+


თანამედროვე სამყაროში ახალგაზრდების ერთმანეთთან კომუნიკაციის მთავარი საშუალება ტექსტური შეტყობინებებია. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ ისინი ტელეფონზე, დღის განმავლობაში, ასობით შეტყობინებას იღებენ. 

კვლევის მიხედვით, რომელიც ამერიკაში ჩატარდა, დღესდღეობით, 12-17 წლის ახალგაზრდების დაახლოებით 75% მობილურ ტელეფონებს ფლობს, 2004 წელს კი ეს მაჩვენებელი 45% იყო. მივიღეთ რეალობა, როდესაც მობილურები კომუნიკაციის უმთავრესი საშუალება გახდა.

ყოველი მესამე მოზარდი დღეში 100-ზე მეტ ტექსტურ შეტყობინებას აგზავნის, რაც თვეში 3000 გამოდის. გარდა ამისა, თინეიჯერების 15%, დღეში 200-ზე მეტ მესიჯს, ანუ თვეში 6000-ზე მეტ ტექსტს გზავნის. ამავე დაკვირვების მიხედვით, ბიჭები დღეში, ჩვეულებრივ, 30 შეტყობინებას, ხოლო გოგონები ჩვეულებრივ 80 შეტყობინებას აგზავნიან და იღებენ.

აქვე აღსანიშნავია, რომ ძალიან მცირე არ არის იმ მოზარდების რაოდენობა, რომლებიც მესიჯებით კონტაქტს უპირატესობას არ ანიჭებენ. მოზარდების მეხუთედი (22%) დღის განმავლობაში, მხოლოდ 1-10 ტექსტს და შესაბამისად, თვეში 30-300-ს შეტყობინებას აგზავნის და იღებს.

მოზარდები შეტყობინებებს მთელი დღე, მათ შორის სკოლაშიც იღებენ. მეტიც, ტექსტურ შეტყობინებათა მეოთხედი სწორედ ამ დროს მოდის. ნათქვამია Common Sense Media-ს მოხსენებაში - ესაა ორგანიზაცია, რომელიც ახალგაზრდებზე ტექნოლოგიის გავლენას იკვლევს. ზოგიერთ შემთხვევაში სწორედ ესაა იმის მიზეზი, რის გამოც ზოგიერთი სკოლა მოსწავლეებს სასკოლო საათებში მობილური ტელეფონების გამოყენებას უკრძალავს. 

კვლევამ აჩვენა, რომ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, თითქმის ყველა მოსწავლე - 97 პროცენტი მობილურებს, საშუალოდ, 43 წუთი მაინც, იყენებს. ამ დროს, მოსწავლეები სოციალურ მედიაში არსებულ სიახლეებს ეცნობიან, შეტყობილებებს იღებენ, თავადაც აგზავნიან. ეს ყველაფერი კი მოზარდებს ყურადღებას უფანტავს და გაკვეთილებს ისეთი მონდომებით აღარ ისმენენ. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება