სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

რომელი დარღვევებია მოსწავლეებში გავრცელებული? 
11-11-2023
-
+


სწავლასთან დაკავშირებული რიგი დარღვევები ბავშვებში თავს სკოლის ასაკიდანვე იჩენს, მათი არსებობის შესახებ კი ზოგიერთმა მასწავლებელმა, მშობელმა და თავად ბავშვმაც შეიძლება არაფერი იცოდეს.

ბავშვების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მსგავს საკითხებში გარკვეული ცოდნა პედაგოგებსა და მშობლებს ჰქონეთ. ძირითადად, მოსწავლეებში, სწავლასთან დაკავშირებული, შემდეგი დარღვევები გვხვდება: 

დისლექსია

დისლექსია არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გართულება, რომელსაც ბავშვები სწავლის დროს აწყდებიან. ის კითხვის და მოსმენილის გაგების გართულებაში ხასიათდება, თუმცა ამ დროს მხედველობისა და სმენის ფუნქცია დარღვეული არ არის.
განასხვავებენ დისლექსიის სხვადასხვა ხარისხს. მისი პირველი ნიშნები სწავლის დასაწყისშივე ვლინდება და შემდეგნაირად გამოიხატება - ნელი კითხვა (ბგერების ან ასოების მიხედვით); წაკითხულის ცუდად გაგება; ბავშვი ცდილობს გაარკვიოს რა წერია, უშვებს შეცდომას, რაც ასოების გამოტოვებაში ან შეცვლაში გამოიხატება.

დისგრაფია

დისგრაფია სწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევაა. ამ დროს ადამიანს საკუთარი აზრის წერილობითი სახით გამოხატვა უჭირს. მეცნიერები დანამდვილებით ვერ ამბობენ, რა იწვევს მას. ცუდი ხელწერა დისგრაფიის დამახასიათებელი ნიშანია, მაგრამ ერთადერთი სიმპტომი არაა. ამ დარღვევის მქონე მოსწავლეები გრამატიკულ შეცდომებს უშვებენ, პრობლემები აქვთ პუნქტუაციასთან და წინადადების სწორად დაწერა უჭირთ

დისკალკულია

დისკალკულიის დროს, ადამიანებს მათემატიკასთან დაკავშირებული გამოთვლები, შესაბამისი ცნებებისა და უნარების დაუფლება უჭირთ. დისკალკულიის მქონე მოსწავლეებს შეიძლება რიცხვების ამოცნობა და გაგება, არითმეტიკული ოპერაციების შესრულება, მათემატიკური სიმბოლოების გაგება და მათემატიკური ცნებების რეალურ ცხოვრებაში გამოყენება გაუჭირდეთ. ძირითადი სიმპტომები შემდეგნაირად ვლონდება, მოსწავლეს დამატება, გაოკლება, გამრავლება, გაყოფა და მსგავსი მათემატიკური მოქმედებების შესრულება უძნელდება. 

სმენასთან დაკავშირებული დარღვევა

ამ დროს, მოსწავლემ შესაძლოა ვერ აღიქვას თუ რა უთხრეს, მას ბგერები თითქოს ჰაერში გაფანტულად ესმის და მასწავლებლის ხმაც ფონურ ხმაურად ჩაემას.

ვიზუალური მოტორული დეფიციტი

ვიზუალური აღქმის/ვიზუალური მოტორული დეფიციტის მქონე პირებს ცუდი კოორდინაციის უნარი აქვთ. ისინი ტექსტის კითხვისას ხშირად კარგავენ იმ ადგილს, სადაც გაჩერდნენ. შესაძლოა, ფანქრების, წებოს, მაკრატლისა და მსგავსი რესურსების გამოყენება უჭირდეთ. მათ შეიძლება სხვადასხვა ასო ერთმანეთში აერიოთ.

აუცილებელია, რომ მსგავსი დარღვევების შესახებ, მასწავლებლებმა და მშობლებმა იცოდნენ, რათა ბავშვებთან სწორი მიდგომები შეიმუშაონ და მაგალითად, თუ მოსწავლე ტექსტს ვერ აღიქვამს, მის სიზარმაცეს არ დააბრალონ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება