სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ჭიანურდება დირექტორთა წარდგენა, პრობლემაა მასწავლებელთა საბაზო ხელფასი, შეჩერებულია სტატუსის მინიჭების კომისია“ - ახალი სასწავლო წლის გამოწვევები
14-09-2023
-
+


15 სექტემბერს საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყება, რომელსაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილი გარკვეული გამოწვევებით შეხვდება. საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი სკოლებში არსებულ პრობლემებს ასახელებს და სასკოლო საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს:

„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! ძვირფასო კოლეგებო, ყველა პედაგოგის ცხოვრებაში ახალი სასწავლო წელი ნიშნავს ახალ ეტაპს სასწავლო-სააღმზრდელო საქმიანობაში, რაც სიხარულთან ერთად დაკავშირებულია ახალი გამოწვევების დაძლევასთან. ამით არის პედაგოგის პროფესია საინტერესო, საამაყო და დასაფასებელი. ყოველი ახალი კლასი/ჯგუფი და აღსაზრდელი ახალი ემოცია და გამოწვევაა.

მძიმე და დატვირთული ზაფხულის შვებულება ჰქონდა ბევრ მასწავლებელს, მათ, ვინც კარიერული წინსვლისთვის წარადგინეს პრაქტიკული საქმიანობის საქაღალდე - პორტფოლიო შესაფასებლად, მონაწილეობა მიიღეს პორტფოლიოს შეფასების ექსპერტთა ჯგუფებში და საგნობრივ გამოცდებში. მინდა განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო იმ პედაგოგების მიმართ, რომელთაც უანგაროდ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, თავდაუზოგავად იმუშავეს პორტფოლიოს შეფასების კომისიებში, ორგანიზება გაუწიეს ეროვნულ/რაიონულ/საქალაქო კონფერენციებს და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით წარადგინეს პირადი გამოცდილების პრეზენტაციები.

მისასალმებელია პედაგოგთა შრომა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლისთვის. ეს რთული პროცესია! გილოცავთ სტატუსის ამაღლებას!

სამწუხაროდ, გვაქვს შემთხვევები, როდესაც პედაგოგთა გარკვეულმა ნაწილმა ვერ შეძლო დაწესებული სტანდარტის დაკმაყოფილება და საგნობრივ გამოცდებზე ბარიერის გადალახვა. მინდა მივმართო მათ: გულს ნუ გაიტეხთ, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ! ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, ვეცდებით, მაქსიმალურად აღმოგიჩინოთ დახმარება, პორტფოლიოს წარმოების/პროფესიული ზრდისათვის საჭირო ტრენინგებით და სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით.

წინ უამრავი სიახლე და სირთულე გველის! გადასაჭრელია პრობლემები, რომელსაც წლების განმავლობაში ვაყენებთ: საჯარო სკოლის მასწავლებელთა საბაზო ხელფასის ზრდა; მცირეკონტიგენტიან სკოლებში საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრების მასწავლებელთა სტატუსის დანამატების სრულად გაცემის საკითხი; საჯარო სკოლის ადმინისტრაცია/ტექნიკური პერსონალის ხელფასების ზრდა; ყოფილი პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის, რომელთაც მრავალწლიანი სტაჟი და დამსახურება აქვთ სისტემაში, საგამოცდო ბარიერის სამართლიანად განსაზღვრის შესახებ და სხვა.

აღსანიშნავია, რომ გაურკვეველი მიზეზით და ვადით გადადებულია განსაკუთრებული წესით სტატუსის მინიჭების კომისია და კარიერული წინსვლის გამოცდები. ჭიანურდება სერტიფიცირებულ დირექტორთა სკოლებში წარდგენის და არჩევნების პროცესი; კრიტიკას ვერ უძლებს სკოლამდელ დაწესებულებებში დასაქმებულთა ხელფასები და დარღვევები და სხვა.

სკოლამდელ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, უმაღლეს სასწავლებლებში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებსა და არაფორმალური განათლების ცენტრებში დასაქმებულებს გისურვებთ წარმატებულ აკადემიურ წელს“!

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება