სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ვანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები „საერთაშორისო ორგანიზაციების ახალგაზრდულ სამიტში“ მონაწილეობდნენ
10-05-2018
-
+


ვანის N2 საჯარო სკოლა არაფორმალური განათლების ინსტიტუტის მიერ ინიცირებულ „საერთაშორისო ორგანიზაციების ახალგაზრდული სამიტი 2018-ში“ მონაწილეობდა. 

სამიტი კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა და მასში ვანის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მასშტაბით შერჩეული 15 ახალგაზრდა მონაწილეობდა. 

მოსწავლეებმა იმუშავეს მსოფლიოში მიმდინარე ყველაზე აქტუალურ და პრობლემატურ საკითხებზე, განავითარეს კრიტიკული და ანალიტიკური უნარ-ჩვევები, დააფიქსირეს საკუთარი აზრი, დაეუფლენენ საჯარო გამოსვლებისა და დებატების ტექნიკას. 

პროექტის მსვლელობისას დელეგატებმა შეისწავლეს საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობის პრინციპები და სტრუქტურები. 

ისინი შემდეგ კომიტეტებში გადანაწილდნენ: ევროკავშირი-ევროპის პარლამენტი, ნატოს სამხედრო კომიტეტი, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი, ეუთოს მუდმივი კომიტეტი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალური კომიტეტი, წითელი ჯვრის ცენტრალური კომიტეტი, გრინპისის კომიტეტი და ოპეკის კომიტეტი.

დელეგატ მოსწავლეებს ორენოვანი სერთიფიკატები გადაეცათ. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება