ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასამართლოში საქმის განხილვას დაესწრნენ
ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეები ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში იმყოფებოდნენ. ისინი სასამართლო სხდომას დაესწრნენ და საქმის განხილვა მოისმინეს.
აქტივობა სამოქალქო გაკვეთილის ფარგლებში განხორციელდა, სადაც მოსწავლეებმა თეორიული ნასწავლი მასალა პრაქტიკით განიმტკიცეს.
სხდომას მოსწავლეებთან ერთად საგნის მასწავლებელიც ესწრებოდა.
იხილეთ ფოტო