სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლის ერთადერთმა მოსწავლემ ეროვნულ გამოცდაზე უმაღლესი ქულა მიიღო - „მაღალმთიანი სოფლიდან ვარ, ბოლო 5 წელი მარტო ვიჯექი საკლასო ოთახში“
01-08-2023
-
+


დღეს, 1-ელ აგვისტოს ქართულ ენასა და ლიტერატურაში ერთიანი ეროვნული გამოცდების ქულები გამოქვეყნდა. უმაღლესი ქულების მქონე აბიტურიენტების ვინაობაც ცნობილია, რომელთაგან ერთ-ერთი მალვინა ზოიძეა.

ის, შუახევის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბრილის საჯარო სკოლის 2022-2023 წლის ერთადერთი კურსდამთავრებულია. „მაღალმთიანი სოფლიდან ვარ, ბოლო 5 წელი მარტო ვიჯექი საკლასო ოთახში“, - გვიყვება აბიტურიენტი.

მას,  Etaloni.ge მიღწეული წარმატებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.

„პოლიტიკის მეცნიერებაზე ვაბარებ თსუ-ში. რეპეტიტორთან მხოლოდ ბოლო ერთი წელი ვემზადებოდი, იქამდე კი სკოლაში ვსწავლობდი კარგად.  მაქსიმალური შედეგის დადება მინდოდა, ამიტომ გადავწყვიტე რეპეტიტორთან სიარული - ვიფიქრე, არ გავრისკავ და მოვემზადები-მეთქი. მაღალმთიანი სოფლიდან ვარ, ბოლო 5 წელი მარტო ვიჯექი საკლასო ოთახში, რაც დამეხმარა, რომ არ მომედუნებინა ყურადღება და ყველა საგანი ასე თუ ისე კარგად მესწავლა. სკოლაში 1-ელი კლასიდან 3 ბავშვი ვიყავით, შემდგომ დავრჩი მარტო მე. ჩემს სკოლაში მასწავლებლებიც ძალიან კარგები არიან. განსაკუთრებით ქართულში, ისტორიაში, ინგლისურში -  საგნებში, რომელთა ჩაბარებაც ახლა მჭირდებოდა. ერთად ვცდილობდით, რომ მაქსიმალური შედეგი დაგვედო. რასაც ვმეცადინეობდი, ვცდილობდი, ხარისხიანად მესწავლა. სახლშიც ყველაზე მეტ დროს მეცადინეობას ვუთმობდი. ქართულის მასწავლებელი ცდილობდა ისეთ საკითხებზე გვემუშავა, რომლებიც ეროვნულ გამოცდებზე გამომადგებოდა. თხზულების წერა ახალი იყო, მაგრამ ავუღე ალღო. ესეების წერა კარგად ვიცოდი და შემეძლო აზრის ჩამოყალიბება. ქართულის გამოცდაში 55-57 ქულას ვვარაუდობდი, ნამდვილად არ მეგონა 60-ს თუ ავიღებდი. კარგად დავწერე, დროც სწორად გავანაწილე. თუმცა, გამოცდის მერე ძალიან დიდი ხანი ეჭვები მღრღნიდა, 

როდესაც გამოცდიდან გამოვედი კმაყოფილი ვიყავი ჩემი თავით, დროც კარგად მეყო. თუმცა, მაინც იყო რედაქტირებაში რაღაცები, რაც ზუსტად არ ვიცოდი სწორად დავწერე თუ არა. თხზულებასაც როგორ გაასწორებდნენ არ ვიცოდი. ვფიქრობდი, არგუმენტი არ იყო საკმარისი, არც თაბახის ფურცელი მეყო, რადგან მეტის დაწერა მინდოდა. მეგონა, რომ რაღაც ვერ დავწერე კარგად, მაგრამ საბედნიეროდ ასე არ ყოფილა“, - გვიყვება აბიტურიენტი.

მან გამოცდების ფორმატზეც გვესაუბრა და აღნიშნა, რომ ეროვნულები აუცილებელია და არ უნდა მოიხსნას. ასევე დასძინა, რომ უნარების გამოცდაც არ უნდა ამოეღოთ.

„უნივერისტეტში სკოლის ქულებით ჩარიცხვა, რომ იყოს ვფიქრობ, უსამართლობა იქნება, რადგან რაც არ უნდა იყოს ყოველთვის არ გიწერენ შესაბამის ქულას. შეიძლება ზოგჯერ უფრო მაღალი დაგიწერონ, ზოგჯერ ნაკლები. თუ სკოლაში იქნება გამოცდები ყველა საგანში და ამის მიხედვით დაწერენ ქულას შესაძლებელია, უფრო სამართლიანი იქნება. ამიტომ ეროვნული გამოცდები აუცილებლად უნდა იყოს. ასევე ვფიქრობ, რომ უნარების გამოცდა არ უნდა ამოეღოთ, რადგან ასე უნივერისტეტში მოხვედრა უფრო გამარტივდა. დიდი სიამოვნებით ჩავაბარებდი. ელემენტარული ზოგადი უნარები ბავშვმა უნდა იცოდეს, როდესაც გადადიხარ ცხოვრების ახალ ეტაპზე ეს გჭირდება კიდეც. სხვა საგნებშიც კარგი მოლოდინები მაქვს. ინგლისურშიც მსგავსი მოლოდინი მაქვს, ისტორიაში დროის ფაქტორი იყო, ფიქრში მეტი დრო დავკარგე და არ ვიცი რა ქულას ავიღებ, მაგრამ მგონია მაინც კარგი ქულები მექნება“, - ამბობს მალვინა.

შეგახსენებთ, რომ გამოცდის მინიმალური ქულა 15-ზე მეტია, ხოლო მაქსიმალური 60-ია.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 22 ივნისიდან შეძლებთ - NAEC დეტალებზე

პედაგოგებს დავალებების სპეციფიკას გააცნობენ - შეხვედრის დეტალები

სპეცპედაგოგების საყურადღებოდ - მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

ყველა ცვლილება, რომელიც ზოგადი განათლების კანონში შედის 

საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტთა ჩარიცხვის ახალი წესი ცნობილია - რომელ აპილკანტებს ეხება ცვლილებები

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ სიმღერა, ცეკვა, თეატრალური ნომრები, შემოქმედებითი წარმოდგენები, ბავშვური გულწრფელობა და უსაზღვრო ენერგია

„ვულოცავთ გამარჯვებულებს დამსახურებულ წარმატებას“

საბაზო საფეხურის წარმატებით დასრლების აღსანიშნად სკოლაში საზეიმო ღონისძიება გაიმართ
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება