სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„დირექტორი და მშობელი მოსწავლის ბედს განიხილავენ“... - რა საკითხები შეხვდათ პედაგოგებს დაწყებითის გამოცდაზე
19-07-2023
-
+


დღეს, 19 ივლისს მასწავლებლები დაწყებითის გამოცდას აბარებენ და პირველი აპლიკანტები ტესტირებიდან უკვე გამოვიდნენ, რომლებიც etaloni.ge-სთან ტესტის სირთულეს აფასებენ, ასევე რიგ საკითხებს განიხილავენ:

„გამოცდა საშუალო სირთულის იყო. წინა წლების ტესტებიც ნანახი მაქვს და დაახლოებით, ერთი სირთულის იყო, ვერ ვიტყვი, რომ გამარტივდა ან გართულდა. თუ მასალა დამუშავებული გაქვს, ჩაბარება მარტივია. თემა, ანალიტიკური წერა იყო მშობლების შვილებისადმი დამოკიდებულება, კერძოდ, როდესაც მშობლები შვილების ნაცვლად საუბრობენ. წაკითხულის გააზრებაც საშუალო სირთულის იყო. პროფესიით მასწავლებელი არ ვარ და მინდა, რომ მომავალში ბავშვებს ვასწავლო“, - განაცხადა აპლიკანტმა.

„ნამდვილად მარტივი ტესტი იყო, ვფიქრობ, კარგად დავწერე. ანალიკიტური წერა იყო, როდესაც მშობლები შვილების ნაცვლად წყვეტენ და რაღაცნაირად, საზოგადოებაც მათ ერთ პიროვნებად განიხილავს. მაგალითად, სკოლის დირექტორი ეუბნება, თქვენ აუცილებლად ჩააბარებთ, მოხვდებით უმაღლეს სასწავლებელშიო. თითქოს ამ ეტაპს ორივე ერთად გადიოდნენ. მასწავლებელი არ ვარ, მაგრამ ბავშვები, მათთან კომუნიკაცია მიყვარს, მგონია, რომ პედაგოგობა გამომივა. თანაც, მოთხოვნადი პროფესიაა და მგონია, დასაქმება არ გამიჭირდება“.

გამოცდა რთული არ მომეჩვენა. ანალიტიკურ წერაში მოყვანილი იყო კონკრეტული სიტუაციები, როლებიც უნდა განგვეხილა. დედამ ბავშვი ექიმთან მიიყვანა, ფეხი ჰქონდა დაზიანებული. ექიმი ბავშვს ეკითხება, რა აწუხებს. ბავშვი საუბარს იწყებს, წინადადებას კი დედა ამთავრებს და ამბობს, ჩვენ გვაწუხებს, ანუ მრავლობითში განიხილავს. მეორე სიტუაცია იყო დირექტორი და მშობელი ერთმანეთს ხვდებიან და მოსწავლის ბედს განიხილავენ. დირექტორიც ეუბნება, თქვენ აუცილებლად ჩააბარებთ და ერთ პიროვნებად განიხილავს თითქოს ორ ადამიანს. იმავე დავალებაში მესამე კომპონენტი იყო ამონარიდი სტატიიდან, სადაც ეწერა, რომ მშობლებს ურჩევნიათ გადაწყვეტილება თავად მიიღონ და ამ გზით, შვილის შეცდომების დაშვების რისკები თავიდან აიცილონ. ჩვენ უნდა განგვეხილა, რასთან გვქონდა საქმე, როგორ აღმოგვეფხვრა პრობლემა. წაკითხულის გააზრება ჩემთვის მარტივი ტესტი იყო. ბავშვის უნარების კონკრეტულ დაქვეითებას ეხებოდა. მაგალითად, კითხვის, წერის უნარის დაქვეითება იყო. ამ დროს მშობლები და მასწავლებელი განიხილავენ, რომ ეს ბავშვი ზარმაცია. მათ არ აქვთ ცნობიერება იმის შესახებ ამაღლებული, რომ ეს სხვა პრობლემაა. პროფესიით ფილოლოგი ვარ, სკოლაში არ ვასწავლი, თუმცა ამის სურვილი მაქვს“, - გვითხრა თამარ ცერცვაძემ.

„გამოცდა საშუალო სირთულის იყო. ყველაზე მეტად გამიჭირდა ერთი ნაწილი - მშობლებისა და შვილების საშუალო ასაკი იყო მოცემული და უნდა დაგვედგინა ოჯახის წევრების რაოდენობა. დანარჩენები საკმაოდ მარტივი იყო. ასევე, მოცემული იყო ერთ-ერთი მოსწავლის შესრულებული საშინაო დავალება, რომელიც უნდა შეგვესწორებინა და სწორი ვარიანტი დაგვეწერა. 1-ქულიანი ტესტებიც საკმაოდ მარტივი იყო. საშუალო სირთულის იყო ქართული და ბუნებისმეტყველება. ანალიტიკური წერის თემა ძალიან საინტერესო და აქტუალური იყო - ესაა, როდესაც მშობლები შვილების ცხოვრებაში ზედმეტად ერევიან, ოღონდ არა ცუდი კუთხით. პრობლემა იყო, რომ თავისუფლებას და ინიციატივის გამოხატვას არ ანებებენ. არ ვარ პროფესიით მასწავლებელი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით დასაქმება ჩემთვის მარტივი იქნება“, - განაცხადა თამარ წიქარიშვილმა.

„ტექსების ანალიზის დავალებაში ვაჟა-ფშაველას „აზრი და გრძნობა“ და „ბემბის“ ნაწარმოებები იყო მოსული. ანალიტიკური ესე დასაწერი იყო მშობლებისა და შვილების დამოკიდებულებაზე, ესეში ჩამოთვლილი იყო რამდენიმე ნაწყვეტი, ერთი ექიმისა და მშობლის დიალოგი იყო, სადაც ექიმის კითხვებს ბავშვის მაგივრად მშობელი პასუხობს, მეორე დიალოგი მასწავლებლისა და მშობლის იყო იგივე ტიპის აქაც მშობელი ამბობდა ყველაფერს და მესამე ნაწყვეტში მოცემული იყო სტატია, სადაც მშობლებმა უკეთ იციან როგორ უნდა წარიმართოს შვილის მომავალი. ასევე,  წაკითხულის გააზრება იყო დისლექციაზე, რა პრობლემებს აწყდებიან ასეთი ბავშვები სკოლაში, ასევე ისტორია იყო, როდის აღმოაჩინეს ეს პრობლემა პირველად და რა არის მისი გადაჭრის გზები. 

რაც შეეხება გრამატიკას, ვერ ვიტყვი, რომ რთული იყო, უნდა გაგერკვია რომელი იყო ირიბი და პირდაპირი დამატება, გასასწორებელ ტექსტში იყო, მაგალითად, რომლებიც და ვინც უნდა გაგესწორებინა, ასევე, წინადადებაში გეკითხებოდნენ მსაზღვრელ- საზღვრულსაც უნდ აგაგერკვია რომელი იყო მსაზღვრელი და რომელი საზღვრული და განგემარტა. საბოლოო ჯამში ვიტყვი რომ რტული ნამდვილად არ ყოფილა“, - გვითხრა თამარ ჭიჭინაძემ. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია 6 ივლისს იწყება - ეტაპები და სხვა დეტალები ცნობილია

პრემიერის განმარტება ჩინეთში შეკერილ სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით - „ეს არის ზოგადი განათლების რეფორმის მნიშვნელოვანი კომპონენტი“... 

მასწავლებლებისა და დირექტორების საყურადღებოდ - ანონიმური კითხვარები 10 ივლისის ჩათვლით უნდა შეავსოთ

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

ღონისძიებას ორგანიზება გაუწია კლასის დამრიგებელმა - მარლენა პეტროსიანმა

„ჩემი ოქროს გოგოა მარიამი, ჭკვიანი და ნიჭიერი. ზუსტად ვიცი, კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს გამარჯვებებით“

პროექტი მოიცავდა არაერთ საინტერესო, სახალისო  და შემოქმედებით აქტივობას

დირექციამ და პედაგოგებმა ახალგაზრდებს გზა დაულოცეს და ნათელი და ბედნიერი მომავალი უსურვეს

დირექტორმა და პედაგოგებმა მოსწავლეებს გზა დაულოცეს და ნათელი მომავალი და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვეს

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება