სიახლეები
სიახლეები

„სასტუმროს რომ მაშველები ჰყოლოდა... სასწრაფო 30 წუთის დაგვიანებით არ მოსულიყო და ინტუბაციის აპარატი ჰქონოდა, პატარა ბიჭი დედასთან იქნებოდა“...
19-07-2023
-
+


დრიმლენდ ოაზისის აუზში 5 წლამდე ბავშვი დაიხრჩო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ იგი დედას ჰყავდა წამოყვანილი და ისინი ქუთაისიდან იყვნენ... იმედია, ყველა დეტალს გამოძიება მალე დაადგენს. მანამდე კი, სოციალურ ქსელში ვრცელდება მარიამ სურგულაძის სტატუსი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს ჩემი ფანჯრების წინ 5 წლის ბიჭი დაიხრჩო აუზში, ჩაქვში - სასტუმრო დრიმლენდ ოაზისში….

- სასტუმროს, რომ თითოეულ აუზზე გამოყოფილი მაშველები ჰყოლოდა, რომლებიც გააკონტროლებდნენ აუზის ტერიტორიას...

- სასტუმროს, რომ კვალიფიციური მედ პუნქტი ჰყოლოდა, რომელსაც ეცოდინებოდა ხელოვნური სუნთქვის სწორად გაკეთება...

- სასწრაფო, რომ 30 წუთის დაგვიანებით არ მოსულიყო...

- სასწრაფოს, რომ თან ჰქონოდა ინტუბაციის აპარატი და მხოლოდ ადრენალინი არ გაეკეთებინათ ბავშვისთვის...

პატარა ბიჭი დღეს შეიძლება ისევ თავის დედასთან ერთად ყოფილიყო, რომლის განწირული კივილი მთელ ტერიტორიაზე ისმოდა..

ამ ყველაფრის პარალელურად აუზი, სადაც 5 წლის ბავშვი დაიხრჩო ერთი წამითაც არ დახურულა და დამსვენებლები არხეინად განაგრძნობენ ბანაობას…

რა გვჭირს?? ეს ყველაფერიც მთავრობას ხომ არ უნდა დავაბრალოთ“?

„ბავშვი დიდების აუზში ბანაობდა... დედა-შვილი ქუთაისიდან იყო“ - ჩაქვში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

მოგვიანებით, „ოაზისის“ ადვოკატმა, კახა წერეთელმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ აუზზე, სადაც ბავშვი დაიხრჩო, ყველა რეგულაცია დაცული იყო.

როგორც წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა, სასტუმროს ადმინისტრაცია გამოძიებასთან სრულად თანამშრომლობს და საქმეზე გამოკითხვები უკვე დაწყებულია.

რაც შეეხება უშუალოდ მომხდარ ფაქტს, ადვოკატის ინფორმაციით, აუზის ის მონაკვეთი, სადაც მცირეწლოვანი იყო ჩასული, ბავშვებისთვის განკუთვნილი არ იყო.

„რაც მოხდა უდიდესი ტრაგედიაა და მინდა, ადმინისტრაციის სახელით სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილის ოჯახს. ადმინისტრაცია გამოძიებასთან სრულად თანამშრომლობს, გუშინვე მოხდა დროულად ჩანაწერების დათვალიერება. ასევე დაწყებულია გამოკითხვები ჩაქვის პოლიციაში, რაც დღესაც გრძელდება. რაც შეეხება მომხდარს, ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით და დოკუმენტებით, ის, რა ვალდებულებებიც გააჩნია ადმინისტრაციას აუზების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით, დაცულია. თუმცა სრული ინფორმაცია წარედგინება გამოძიებას“, - აცხადებს ადვოკატი.

მისივე თქმით, შემთხვევის შემდეგ ადგილზე დაუყოვნებლივ იყვნენ სამედიცინო პუნქტის წარმომადგენელი და მაშველი.

„სამედიცინო პუნქტი ტერიტორიაზე ნამდვილად არსებობს, როგორც არის წესი. შემთხვევიდან რამდენიმე წამში სამედიცინო პუნქტის წარმომადგენელი ადგილზე იყო და დახმარების აღმოჩენას ცდილობდა. მაშველებიც შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ იყვნენ. ვალდებულება, რომ ყველა აუზთან თითო მაშველი იყოს, არ არსებობს. ის, რაც არის რეგულაციებით გათვალისწინებული, შესრულებული იყო“, - განაცხადა ადვოკატმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ გუშინ, ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისის“ აუზზე 5 წლამდე ბავშვი დაიხრჩო.


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

„შეუძლია შემოხაზოს - 1 ქალაქი, 1 ფაკულტეტის პრინციპით, ანუ გასაგებია, რომ ის პროგრამა რაც არ იქნება, ფიზიკურად ვერ შემოხაზავს“

რეფორმა საბავშვო ბაღებსაც შეეხება - „სამინისტრო მუშაობს...“

მოსწავლეებისთვის მობილურებთან ერთად საათებიც აიკრძალება - შეზღუდვა კერძო სკოლებზეც გავრცელდება

„გადაწყვეტილება მიღებულია...“ - მინისტრის მოადგილე თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანებაზე 

„პირველკლასელთა აკადემია“ - უნიკალური საგანმანათლებლო რესურსი, რომელიც მომავალ მოსწავლეებს სკოლისთვის ამზადებს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

შეხვედრის ფარგლებში ავტორი მოსწავლეებს ესაუბრა წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე

ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღე 2 თებერვალს აღინიშნება

 

ბაშვებმა საკითხის შესახებ საკუთარი აზრი დააფიქსირეს და ბულინგი კომიქსების, ნახატების და პლაკატების საშუალებით დაგმეს

სკოლაში მადლობას უხდიან ყველას ვისაც ასეთი შთამბეჭდავი ღონისძიების გამართვაში მიუძღვის წვლილი

საინტერესო

პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აკრძალა

შესვენების დროს მთავარი წესი ტექნოლოგიებისგან სრული გამოთიშვაა

სიახლეები
საზოგადოება