სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„6-ქულიანი დავალება საშინელება იყო“ -  ისტორიის ბოლო ვარიანტს აბიტურიენტები აფასებენ
18-07-2023
-
+


დღეს აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებზე ისტორიის ბოლო ვარიანტს წერენ. როგორც საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აპლიკანტების ნაწილი აცხადებს, რომ ტესტი საშუალო სირთულის იყო. რაც შეეხება ახალი ტიპის დავალებას, ნაწილს მოეწონა ნაწილისთვის კი საკმაოდ რთული აღმოჩნდა. 

„ჩემთვის ტესტი მარტივი იყო. კითხვები ძირითადად რომის იმპერიაზე იყო, პუნიკურ ომებზე. ილუსტრაცია სტამბულზე, თურქეთზე იყო. წყარო იყო ორგანიზაციაზე, რომელიც ანტიბოლშევიკური იყო. ტესტის დაწერა არ გამჭირვებია. რაც შეეხება 6-ქულიან დავალებას, რომელიც წელს შემოიტანეს, შემიძლია გთხრათ, რომ ძალიან მომეწონა და კარგია, რომ დაამატეს. ეს დავალება კართაგენსა და რომზე იყო, ანალოგი უნდა მოგვეყვანა. ასე რომ, დადებითი მოლოდინები მაქვს“

„საშუალო სირთულის იყო, ზღვარის გადალახვა მარტივია. ილუსტრაციას ცოტა ვერ მივხვდი, ისე თურქეთზე იყო. გამოცდისთვის დრო საკმარისი იყო. კითხვები ძველ რომზე მოვიდა, პუნიკური ომები და ბოლო დავალებაც, პარალელი რომ უნდა გაგვევლო ძველი რომის ისტორიაზე იყო“

„კითხვები რომის იმპერიაზე იყო. ილუსტრაცია ყირიმის ომზე, ხოლო რუკა პროტესტანტებსა და კათოლიკეებზე. წყარო იყო კავკასიის რესპუბლიკის ორგანიზაციაზე, ანტიბოლშევიკურ მოძრაობაზე. შედარებით უფრო გამიჭირდა, პარალელი უნდა გაგვევლო ძველი რომის იმპერიიდან, კართაგენის და რომის ბრძოლა იყო და ანალოგს ისევ ძველი რომის ისტორიიდან ითხოვდნენ. წინა წლის ტესტები უფრო მარტივი იყო. მოლოდინებზე საუბარი მიჭირს, 6-ქულიანი დავალება საშინელება იყო“.

„კითხვები ძირითადად რომის რესპუბლიკაზე იყო, ეს მახსოვს ყველაზე კარგად. ვფიქრობ, წინა წლების ტესტებთან შედარებით, გართულებული არ არის. რაც შეეხება შეცვლილ დავალებას, არც ეგ ყოფილა რთული. წყარო იყო ანტიბოლშევიკურ მოძრაობაზე, ორგანიზაციაზე. ვფიქრობ, ამ ტესტების შესასრულებლად აბიტურიენტებს საკმარისი ცოდნა აქვთ. მე პირადად დრო მეყო და მაქსიმალურად გამოვიყენე“.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლებისთვის საგნის გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - მოუწევთ თუ არა თანხის გადახდა აპლიკანტებს

300-მდე ახალი ვაკანსია ბოლო 11 დღეში - რომელი საგნის მასწავლებლებზეა ყველაზე მეტი მოთხოვნა სკოლებში

აბიტურიენტებო - 11 აგვისტო NAEC-ში ატესტატის მიტანის ბოლო დღეა

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

„ვულოცავთ მათ მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებსა და წინსვლას!“

„უმაღლესი შედეგებით ჩააბარეს ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება