სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

განთიადის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა თემის საჭიროებების შესახებ კვლევა ჩაატარა
08-05-2018
-
+


დმანისის, განთიადის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა -„ახალი თაობა“ თემის საჭიროებების შესახებ კვლევა ჩაატარა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სულ გამოიკითხა სხვადასხვა ასაკის 178 ადამიანი. ასაკის მიხედვით დასახელდა სხვადასხვა საჭიროება.

გამოკითხული 54 მოსწავლიდან (ასაკი 10+) 33% თვლის, რომ საჭიროა სკოლის რემონტი, 32% აზრით სოფელში უნდა იყოს ახალგაზრდობისთვის გასართობი ადგილი, 22%-სთვის პრობლემაა სკოლაში ბუფეტის არქონა, 13%-სთვის აუცილებელია სკოლაში საბუნებისმეტყველო ლაბორატორია.

18-დან 30-წლამდე ასაკის 47 გამოკითხულიდან 49%-ს მთავარ პრობლემად მიაჩნია უმუშევრობა, 19%-ს მიგრაცია, 17%-ს გასართობი ადგილების არქონა (სკვერი, კაფე და ა.შ),  15% -ს კი ნაგვის ბუნკერების არასაკმარისი რაოდენობა.

55 გამოკითხულიდან (ასაკი 30-60) 38%-ს მიაჩნია უმუშევრობა მთავარ პრობლემად, 29%-ს - დაბალი ანაზღაურება, 24%-ს მიგრაცია, 9%-ს ეკოლოგიური პრობლემები, რომელსაც „არ ემ ჯის“ საქმიანობას უკავშირებს.

60+ ასაკის 22 გამოკითხულისგან 41% მთავარ პრობლემად მიიჩნევს დაბალ პენსიას, 32% - -მაღალ კომუნალურ გადასახადებს, 18% მედიკამენტების სიძვირეს, 9% მიგრაციას.

მოსწავლეებმა გაანალიზეს კვლევის შედეგები და დაადგინეს, რომ თემის 25%-ისთვის უმუშევრობაა მთავარი პრობლემა, 13%-ისთვის მიგრაცია, 14%-ისთვის გასართობი ადგილის არქონა, დანარჩენ 48%-ისთვის სხვადასხვა საჭიროება.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება