სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„სკოლის ექიმი ვარ, მასწავლებლებს არ ვეჯიბრები, მაგრამ მათი ხელფასი  ჩემსაზე გაცილებით მაღალია და გამოცდაზე ამიტომ გავედი“ - აპლიკანტი
06-07-2023
-
+


მასწავლებლების საგნის გამოცდის პირველი სესია უკვე დასრულდა. აპლიკანტთა ყველაზე მრავალფეროვან კონტინგენტს სწორედ მასწავლებელთა გამოცდაზე ვხვდებით: სტუდენტები, მოქმედი პედაგოგები, სხვა პროფესიის ადამიანები, რომლებმაც ახლა გადაწყვიტეს მასწავლებლის პროფესიას დაუფლებოდნენ.

ერთ-ერთი ასეთი აპლიკანტია შორენა ჯუღელი, რომელიც პროფესიით ექიმია და სკოლაში მუშაობს. როგორც შორენა გვეუბნება, ბიოლოგიის გამოცდაზე იყო გასული და ფიქრობს რომ ტესტი კარგად დაწერა, რაც შეეხება მიზეზს, რატომ გადაწყვიტა პედაგოგობა, ეს  ძირითადად ანაზღაურების გამო გააკეთა.

„ბიოლოგიის გამოცდაზე ვიყავი, კმაყოფილი ვარ. საკითხები სასკოლო მასალას არ სცდებოდა, ძალიან ლოგიკური კითხვები იყო და ვერ გეტყვით, რომ რამე ისეთი იყო, რამაც გამაკვირვა. ყველაზე დიდი დრო გენეტიკური ამოცანების ამოხსნასა და ცხრილზე მუშაობას მოვანდომე.

სიმართლე გითხრათ, სკოლის ექიმი ვარ, ჩემი ხელფასი არის 525 ლარი და ვარ დილიდან 6 საათამდე, მასწავლებლებს არ შევეჯიბრები, მაგრამ მათი ხელფასი გაცილებით მაღალია, ამიტომ მინდოდა მეცადა“, - გვეუბნება შორენა ჯუღელი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება