სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

საგამოცდო თილისმა - რა ნივთები იყო წარმატების მომტანი ყოფილი აბიტურიენტებისთვის?
09-07-2023
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდები აქტიურად მიმდინარეობს. გამოცდების კარგად ჩაბარებისთვის აბიტურიენტების ნაწილს, საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების იმედი აქვს, ზოგსაც კი - თილისმის, რომელიც მათი რწმენით წარმატებას მოუტანს.

საგამოცდო თილისმასთან დაკავშირებით, Etaloni.ge ყოფილი აბიტურიენტების ისტორიებს გიზიარებთ, მანამდე კი შეგახსენებთ, წელსაც, ქართული ენის გამოცდაზე შესულ აბიტურიენტს, გარეთ თავისი თილისმა - ფუმფულა „ავგაროზი“ ელოდებოდა. 

„მასწავლებელმა გამოცდების წინა პერიოდში სამაჯური მაჩუქა და მითხრა: „ყველა გამოცდაზე გაიკეთე წარმატებას მოგიტანსო“, მართლაც იქცა ჩემ თილისმად... უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემდეგაც ვატარებდი ყველა გამოცდაზე, შეყვანა ჩემთვის ნამდვილად წარმატების მომტანი იყო!“ - გვეუბნება ანი შვანგირაძე, რომელმაც უკვე უმაღლესის სასწავლებელიც წარმატებით დაასრულა.

„ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყოველთვის ერთი და იმავე მაისურით მივდიოდი. როცა ქართულის გამოცდიდან კმაყოფილი გამოვედი ჩავთვალე, რომ ეს გარკვეულწილად მაისურის დამსახურებაც იყო...“ - აღნიშნავს სალომე ჯანგავაძე, რომელიც დღე თავად არის პედაგოგის როლში.

„ეროვნულ გამოცდებზე თილისმა არ მქონია. არ ვთვლი, რომ რომელიმე ნივთს იმხელა ძალა აქვს, რომ შეუძლია ჩემი ბედი გადაწყვიტოს. გააზრებული მქონდა, რომ მარტო ჩემზე იყო დამოკიდებული, როგორ დავწერდი გამოცდას. ჩემი თილისმა, 12 წლის განმავლობაში დაგროვილი ცოდნა იყო“, - აღნიშნავს უკვე მაგისტრატურის, წარმატებული სტუდენტი თამარ ჭიჭინაძე.

„ერთი ყელსაბამი მქონდა აკვიატებული, ვფიქრობდი, რომ ჩემთვის წარმატების მომტანი იქნებოდა და ყველა გამოცდაზე მეკეთა. მახსოვს ისტორიის გამოცდაზე, დამკვირვებელმა მომახსნევინა და ძალიან განვიცადე, შემდეგ ისე მოხდა, რომ ისტორიაში ყველაზე მაღალი ქულა მივიღე“, - აღნიშნავს კიდევ ერთი სტუდენტი, რომლის თილისმა „თარსი“ აღმოჩნდა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებისათვის თბილი, მეგობრული და უსაფრთხო გარემოს შექმნა“

 

 

მოსწავლეთა წარმატების აღსანიშნავად კლასის დამრიგებელმა მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და მიღწეული შედეგები მიულოცა

„მობილური ტელეფონების შეზღუდვა, სასკოლო ფორმების დაწესება, მოსწავლეებში თანასწორობის განცდას აძლიერებს“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება