სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მოსწავლეს ყველაზე მეტად უხარია, როდესაც აფასებენ მის შრომას, ამჩნევენ და სჯერათ მისი წარმატების“ - დიდი სამსარის სკოლის დირექტორი ფატმან ლაკლაკიშვილი
22-10-2026
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სამსარის სკოლის დირექტორი ფატმან ლაკლაკიშვილი სასწავლო წელს მოსწავლეებისათვის თბილი, მეგობრული და უსაფრთხო გარემოს შექმნით იწყებს და მათი ინდივიდუალური საჭიროებების განსაზღვრითა და მოტივაციის ამაღლებით აგრძელებს. 

მისთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა თავი დაფასებულად იგრძნონ, ამიტომ მათ მონდომებას ყოველთვის აღნიშნავს, მათ აზრსა და ინტერესებს ითვალისწინებს. ამ მიდგომებით კი ყველაფერს აკეთებს, რომ მოსწავლეებს სწავლა სიხარულად უქციოს. 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სამსარის სკოლის დირექტორი ფატმან ლაკლაკიშვილი გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებასა და ხედვას თუ რა არის სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანი, რა ხდის გაკვეთილს წარმატებულად და როგორ ვაქციოთ მოწაფეებისთვის სწავლა სიხარულად.

 - სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- მოსწავლეებისათვის თბილი, მეგობრული და უსაფრთხო გარემოს შექმნა, მათი ინდივიდუალური საჭიროებების განსაზღვრა და მოტივაციის ამაღლება.

-გაკვეთილის დაგეგმვისას პირველ რიგში ვფიქრობ...

-  სასწავლო მიზანსა და მოსალოდნელ შედეგებზე - კერძოდ, რა უნდა იცოდნენ, შეძლონ და გააცნობიერონ მოსწავლეებმა გაკვეთილის ბოლოს.

-გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც...

- მთავარ როლში მოსწავლეები არიან, დასახული მიზანი მიღწეულია, სწავლა მათ ინტერესებს შეესაბამება, ხოლო ბავშვები აქტიურად არიან ჩართულნი და დროის გასვლას ვერ ამჩნევენ.

- მოსწავლეს ყველაზე მეტად უხარია, როდესაც...

-  აფასებენ მის შრომას, ამჩნევენ და სჯერათ მისი წარმატების, უსმენენ მის აზრს,

-  სწავლა ნამდვილად სიხარულად იქცევა მაშინ, როდესაც...

-  ის შინაგან ინტერესსა და აღმოჩენის აზარტს უკავშირდება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებისათვის თბილი, მეგობრული და უსაფრთხო გარემოს შექმნა“

 

 

მოსწავლეთა წარმატების აღსანიშნავად კლასის დამრიგებელმა მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და მიღწეული შედეგები მიულოცა

„მობილური ტელეფონების შეზღუდვა, სასკოლო ფორმების დაწესება, მოსწავლეებში თანასწორობის განცდას აძლიერებს“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება