სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

გავლენები, რომლების გამოც აბიტურიენტები არასწორ პროფესიას ირჩევენ
09-07-2023
-
+


ახალგაზრდების ცხოვრებაში, აბიტურიენტობა არის მეტად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო პერიოდი. მათთვის პროფესიის არჩევა ცხოვრების მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელზეც თავიანთი მომავალია დამოკიდებული, შესაბამისად ეს პროცესი დამთრგუნველი და სანერვიულოა.

სამწუხაროდ, დღეს ქართულ საზოგადოებაში არაერთ ადამიანს ვხვდებით, ვინც სკოლის დამთავრებისას არასწორი არჩევანი გააკეთა და დროში მოგზაურობა, რომ შეეძლოს აუცილებლად შეცვლიდა გადაწყვეტილებას.

საინტერესოა რა არის ის გადამწყვეტი ფაქტორები, რის გამოც აბიტურიენტები არასწორ პროფესიას ირჩევენ? - ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის პოვნა ალბათ რთულია, თუმცა არის გარემოებები, რომლებიც ხდება ამის წინაპირობა და აბიტურიენტები ზეგავლენის ქვეც ექცევიან. 

პირველ რიგში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია - სოციუმი და ოჯახი. ხშირად ხდება ისე, რომ აბიტურიენტები არა თავიანთი ნებით ირჩევენ პროფესიას, არამედ გარშემომყოფთა სურვილით, მაშინ, როცა შესაძლოა მათი ინტერესი სულ სხვა მიმართულებით იყოს ფოკუსირებული. ამ შემთხვევაში, ერთია, რომ აბიტურიენტებს უწევთ იმაზე სწავლა, რაც არაა საინტერესო მათთვის და მეორე მხრივ დგება საკითხი - შეძლებენ კი, ის ამ სფეროში რეალიზებას და გახდებიან პროფესიონალები?

მორიგი გასათვალისწინებელი ფაქტორი - აბიტურიენტთა ინფორმირებულობაა პროფესიების შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს თითოეული მიმართულების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია ჰქონდეს, რადგან სწორად და გააზრებულად გააკეთონ თავიანთი არჩევანი.

აღსანიშნავია, რომ ამ საკითხში, არანაკლებ მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზოგადოებაში აქტუალური პროფესიები. სტატისტიკურად, ყოველწლიურად იცვლება აქტუალური პროფესიები, შესაბამისად აბიტურიენტებიც ექცევიან გავლენის ქვეშ და გაუაზრებლად ირჩევენ პროფესიას მხოლოდ იმ კრიტერიუმით, რომ მოთხოვნადია.

ასევე აქტიურია ანაზღაურების საკითხი. მართალია მომავლის პერსპექტივაში, ანაზღაურება უნდა იყოს კიდეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, თუმცა ამან პროფესიის არჩევისას გადამწყვეტი როლი არ უნდა ითამაშოს, მხოლოდ შემოსავალზე აქცენტირებამ შესაძლებელია არასასურველ შედეგამდე მიიყვანოს აბიტურიენტი.

ასევე აღსანიშნავია უმაღლესი განათლების ხარისხი და ის, თუ რას სთავაზობს უნივერსიტეტები სტუდენტებს. ის ფაქტო, რომ ახალგაზრდისთვის საინტერესო პროფესია საფუძვლიანად არ ისწავლება, განაპირობებს, რომ აბიტურიენტებმა უარი თქვან სასურველ პროფესიაზე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

პიროვნება
სკოლები
მეექვსე და მერვე კლასების მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ინტერაქციულ-შემეცნებით ვიქტორინაში
 

პირველკლასელებისთვის პირველი საანბანო გაკვეთილი საზეიმოდ წარიმართა

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება