სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლის სახლი მშობლებთან და მოსწავლეებთან გასაუბრებებს იწყებს - გამოიკითხებიან პედაგოგებიც
29-06-2023
-
+


მასწავლებლის სახლის წარმომადგენლები მშობლებთან და პედაგოგებთან გასაუბრებებს იწყებენ. გასაუბრების მიზანი წამყვანობისა და მენტორობის მსურველი პედაგოგის შესახებ სასკოლო საზოგადოების აზრის გაგებაა.

სკოლებმა მშობლების სახელები, გვარები და საკონტაქტო ნომრები უკვე გაგზავნეს. მასწავლებლის სახლის წარმომადგენლები გასაუბრებისთვის პირებს შემთხვევითობის პრინციპით შეარჩევენ.

წამყვანობისა და მენტორობის მსურველი თუ I-VI  კლასებს ასწავლის, ამ კლასების მოსწავლეთა 5-10 მშობელი გამოიკითხება, ხოლო თუ VII-XII კლასების მასწავლებელია, ამ შემთხვევაში თავად მოსწავლეებს გაესაუბრებიან. მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ნებართვის შემთხვევაში გამოიკითხება 5-10 მოსწავლე.

სასკოლო საზოგადოებაში, რა თქმა უნდა, მასწავლებლებიც იგულისხმებიან, შესაბამისად, სტატუსის ამაღლების მსურველი მასწავლებლის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ცენტრი მინიმუმ 3 მასწავლებელს გამოკითხავს.

შეგახსენებთ, რომ პორტფოლიოში მასწავლებლებმა 3 მიმართულების შესაბამისი დოკუმენტები ატვირთეს ((სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა; სკოლის განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობების განხორციელება; პროფესიული პასუხისმგებლობა). პროფესიული პასუხისმგებლობის მიმართულებებით, წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთათვის კომპეტენციის დადასტურება პორტფოლიოს შეფასებისა და ექსპერტების მიერ ჩატარებული სასკოლო საზოგადოების გამოკითხვის საფუძველზე მოხდება. თავად წამყვანობისა და მენტორობის მსურველებთან გასაუბრებები კი 3 ივლისიდან დაწყება და აგვისტოში დასრულდება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

პირველი სასწავლო დღეები მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი აქტივობებითა და ახალი გამოცდილებებით იყო დატვირთული

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება