სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რას გულისხმობს სოფლის სკოლების ახალი სიცოცხლე
07-05-2018
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სოფლის სკოლები საგანმანათლებლო-კულტურულ ცენტრებად გარდაიქმნება, რომლებიც რომლებიც საბავშვო ბაღს, სკოლას, კოლეჯს, ბიბლიოთეკას, სპორტულ და შემოქმედებით კლუბებს გააერთიანებს. 

ამის შესახებ მიხეილ ჩხენკელმა სამინისტროს სამოქმედო გეგმის პრეზენტაციისას ისაუბრა:

„ჩვენ მივიღეთ სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომ სოფლის სკოლები აუცილებლად უნდა გახდეს კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრები. კერძოდ, ყველა სოფელში გაკვეთილების დამთავრების შემდეგ სკოლები იქნება ღია მთელი სოფლის მოსახლეობისთვის, სადაც მათ შეეძლებათ, გააგრძელონ განათლება, ისწავლონ, გაიღრმავონ თავიანთი ცოდნა სხვადასხვა დარგში. აქ იქნება მრავალი კულტურული ღონისძიება და დარწმუნებული ვარ, ეს ძალიან სერიოზულ შედეგს მოგვიტანს. მთელი სოფლის მოსახელობა აქტიურად იქნება ჩართული იმ სოფელში მდებარე სკოლის ცხოვრებაში. ეს მიზნად ისახავს მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლების ხელშეწყობას,“ - აღნიშნა მინისტრმა.

სოფლის სკოლების ახალი სიცოცხლის ფარგლებში, მინისტრმა განაცხადა, რომ აშენდება ახალი სკოლები და იგეგმება არსებული სკოლების ინფრასტრუქტურული განვითარება.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ ჩხენკელმა დღეს განათლების სისტემის სამოქმედო გეგმა წარადგინა. ცვლილებები ოთხ მთავარ მიმართულებას მოიცავს: ზოგად, უმაღლეს და პროფესიულ განათლებას და ახალგაზრდულ პოლიტიკას.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება