მოხის საჯარო სკოლაში შიდასასკოლო ტურის გამარჯვებულებმა საჩუქრად წიგნები მიიღეს
მოხის საჯარო სკოლაში რუსულის მასწავლებელმა შიდასასკოლო ტური ჩაატარა, სადაც მონაწილეობა მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა მიიღეს. კონკურსი მრავალფეროვანი და აზარტული იყო; შეჯიბრი ღირსეულად გაიმართა.
მოსწავლეებმა, რომელთაც ქულათა მეტი რაოდენობა დააგროვეს, საჩუქრად წიგნები და სიგელები მიიღეს.
სკოლის დირექციის ცნობით, მსგავსი აქტივობა ხელს სწავლის პროცესის გაუმჯობესებას უწყობს.
იხილეთ ფოტოები