სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მშობლებსა და სკოლას შორის კონტრაქტების გაფორმება სექტემბრიდან დაიწყება
07-05-2018
-
+


„მშობლებსა და სკოლას შორის გაფორმდება კონტრაქტები, სადაც გაწერილი იქნება მხარეების უფლებები და მოვალეობები“ - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განათლების სისტემის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, კონტრაქტების გაფორმება სექტემბრიდან დაიწყება. მისივე თქმით, ეს ინიციატივა სკოლებში ბულინგის აღმოფხვრას ისახავს მიზნად:

„ბულინგის აღმოსაფხვრელად მშობლების, ოჯახების ჩართულობა – ეს აუცილებელი კომპონენტია. ამასთან დაკავშირებით, კონტრაქტები მშობლებთან, ეს იქნება ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება. ჩვენი მიდგომა არის ასეთი - სკოლის ხელმძღვანელები, მანდატურები და მშობლები უნდა წარმოადგენდნენ ერთ გუნდს, რომლის მთავარი მიზანია ბავშვების უსაფრთხო გარემოზე ზრუნვა იქნება. შესაბამისად, თუ მშობელს გააჩნია რამე ინფორმაცია შვილის შესახებ, რომელიც, სკოლამ უნდა იცოდეს, ინფორმირება უნდა იყოს ცალსახად გაკეთებული და შესაბამისად, სკოლამაც უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მშობელს, ანუ, ინფორმაციის გაცვლა უაღრესად მნიშვნელოვანია,”- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამოქმედო გეგმა სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას, კერძოდ, ამ მიმართულებით იგეგმება:

  • მანდატურის სამსახურის გაუმჯობესება;
  • ეფექტური ფსიქოლოგიური სამსახურის შექმნა;
  • სკოლებში საინფორმაციო კამპანიის წარმოება;
  • შეხვედრები „მოვუსმინოთ მოსწავლეებს“;
  • მშობლებთან კონტრაქტების დადება;
  • სპორტული და შემოქმედებითი აქტივობების წახალისება.
„საჭიროა გუნდური მუშაობა“ - მიხეილ ჩხენკელი ახალი ინიციატივის შესახებ საუბრობს

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება