სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ქართველ მოსწავლეთა მხოლოდ 2% ახერხებს წაკითხულის გააზრებისას უმაღლესი საფეხურის დაძლევას - PIRLS
07-05-2018
-
+


ქართველი მოსწავლეების 14% მინიმალურ დონეზეც ვერ ახერხებს წაკითხულის გააზრებას - ასეთია წიგნიერების საერთაშორისო კვლევის (PIRLS, 2016) უახლესი მონაცემები. კვლევის შედეგები შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა კონფერენციაზე - „სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასება: სასკოლო განათლების ძირითადი გამოწვევები“ წარადგინა.

PIRLS-ი წიგნიერების საერთაშორისო კვლევაა, რომელიც მიზნად ისახავს, შეაფასოს 9-10 წლის მოზარდების წაკითხულის გააზრების უნარი.

მოსწავლეთა შედეგების რეიტინგული სკალის თანახმად, ქართველ მოსწავლეთა მხოლოდ 2% ახერხებს წაკითხულის გააზრებისას უმაღლესი საფეხურის დაძლევას, რაც გულისხმობს, რომ მოსწავლე გაწაფულია კითხვაში, იგებს, იაზრებს, აანალიზებს, ასაკთან შესაბამის როგორც ლიტერატურულ, ასევე საინფორმაციო ტიპის ტექსტებს.

მიღწევების მაღალ საფეხურზეა მოსწავლეთა 22%, საშუალო საფეხურზე - 60%, დაბალ საფეხურზე კი მოსწავლეთა 86%. (მოცემულია კუმულაციური პროცენტი) მოსწავლეთა 14% კი ე.წ. „კრიტიკული მასაა“, რომლებიც მინიმალური დონეზეც ვერ ახერხებენ წაკითხულის გააზრებას.

კვლევის შედეგების უფრო დეტალური ანალიზი ცხადყოფს, რომ მოსწავლეთა შედეგები განსხვავებულია ქალაქსა და სოფლად მდებარე, კერძო და საჯარო, ასევე არაქართულენოვანი სკოლების შემთხვევაში.

უფრო კონკრეტულად კი, მაგალითისთვის, ქალაქში მდებარე სკოლებში მოსწავლეთა 11% წაკითხულის გააზრების მინიმალური კომპეტენციაც არ აქვს, სოფლად მდებარე სკოლების მოსწავლეთა შემთხვევაში, ეს მონაცემი 18%-ია. საჯარო სკოლის მოსწავლეთა შედეგები ჩამორჩება კერძო სკოლის მოსწავლეთა შედეგებს. ასევე, არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეთა შედეგები ჩამორჩება ქართულენოვანი სკოლის მოსწავლეთა შედეგებს.

კვლევაში საქართველო პირველად 2006 წელს ჩაერთო და 2016 წელს კვლევის მესამე ციკლი ჩატარდა. კვლევაში ჩართული იყო 200 სკოლა, 6000-მდე მოსწავლე, მათი მშობლები, მასწავლებლები და დირექტორები.

სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასებებს საქართველოში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უძღვება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება