სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული და მსოფლიო სიმღერების ფოლკლორული საღამო გაიმართა
04-05-2018
-
+


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული და მსოფლიო სიმღერების ფოლკლორული საღამო გაიმართა. საღამოს ორგანიზატორი და უცხოელი სტუმრების მასპინძელი იყო ანსამბლ „სნო“-ს ხელმძღვანელი, ქეთევან წიკლაური. საღამო გახსნა და სტუმრებს მიესალმა რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ფოლკლორული ანსამბლი „სნო“; აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტური ფოლკლორული ანსამბლი „თვალთაი“; მუსიკალური ფოლკლორული ანსამბლი „კახორი“ და ჰოლანდიური ფოლკლორული ანსამბლი „UMOJA“ (უმოია), რომლებმაც მსოფლიო ხალხთა სიმღერები წარმოადგინეს.

კონცერტი სრული ანშლაგით მიმდინარეობდა. მსმენელი აღტაცებული დარჩა ჰოლანდიელების მიერ შესრულებული ქართული ხალხური სიმღერებით. მათ მიერ გამართული ქართულით ნამღერი ქეთევან წიკლაურის დამსახურებაა, რომელიც თანამშრომლობს ჰოლანდიურ ანსამბლებთან „უმოია“ და „სლავუი“, მათთან ატარებს „ვორქშოპებს“და ასწავლის ქართულ სიმღერებს.

ანსამბლები მღეროდნენ ცალ-ცალკეც, ერთადაც. შეასრულეს ქართული, ჰოლანდიური, ფრანგული, გერმანული, რუსული, ჩეხური, პოლონური და ინდიელთა სიმღერებიც კი. კონცერტი „მრავალჟამიერით“ დასრულდა, რომელიც ყველა მონაწილემ ერთად შეასრულა. 

დასასრულ, უნივერსიტეტის რექტორმა და ჩოხებში გამოწყობილმა ახალგაზრდებმა ყველა მონაწილე გოგონა და ქალბატონი ვარდებით დაასაჩუქრა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება