სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

უნიკალური შანსი ქიმიითა და ბიოქიმიით დაინტერესებული სტუდენტებისთვის
04-05-2018
-
+


განათლების საერთაშორისო ცენტის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ჭელიძემ, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიისა და ბიოქიმიის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვილიამ ტონგმა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ვოლტერ ოშელიმ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. 

თანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს საგანმანათლებლო პროცესში საერთაშორისო თანამშრომლობის დანერგვას, განმტკიცებას და განვითარებას და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე მაღალი დონის სპეციალისტების მომზადებას, ქართველი სტუდენტების სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსტიტეტის კალიფორნიის კამპუსში აკადემიურ საქმიანობაში მხარდაჭერას. 

მხარეები ერთობლივად ითანამშრომლებენ საქართველოს მოქალაქეობის მქონე სტუდენტების ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფის მიზნით.

საქართველოს მოქალაქეებისთვის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიისა და ბიოქიმიის მიმართულების ბაკალავრის შემდგომ საფეხურებზე, როგორც სამაგისტრო, ასევე სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხვის შემდეგ განათლების საერთაშორისო ცენტრი უზრუნველყოფს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის დაფინანსებას, ერთი წლის მანძილზე 10 000 აშშ დოლარით.

თავის მხრივ, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის და ბიოქიმიის ფაკულტეტი უზრუნველყოფს განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებულ სტუდენტებს სწავლებასთან დაკავშირებული დასაქმებით, სამაგისტრო პროგრამებზე ნახევარ განაკვეთზე 16 050 აშშ დოლარის ანაზღაურებით და 20 004 აშშ დოლარის ანაზღაურებით სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისთვის, ერთი აკადემიური წლის მანძილზე.


მემორანდუმი ძალაში იქნება ექვსი წლის განმავლობაში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება