სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

იაპონელი პროფესორების მასტერკლასი KIU-ში
07-06-2023
-
+


KIU-ს მენეჯმენტის სკოლის ინიციატივით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში იაპონიიდან მოწვეულმა პროფესორებმა საჯარო ლექცია წაიკითხეს.

ტოკიო მერინ ჰოლდინგის (Tokio Marine Holdings) კორპორატიული დაგეგმვის დეპარტამენტის მენეჯერმა ონო ტაკაჰირომ და ამავე ჰოლდინგის საერთაშორისო ინიციატივების სპეციალისტმა ნაგამურა მასააკმა სტუდენტებისთვის ჩაატარეს მასტერკლასი თემაზე - "გლობალური დათბობა, მდგრადობა და ბუნებრივი კატასტროფები იაპონიის მაგალითზე".

ონო ტაკაჰირო ჰოლდინგში ბუნებრივი კატასტროფის რისკების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საერთაშორისო ინიციატივებზე მუშაობს. 

2011 წლიდან ის დახმარებას უწევდა აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) საგანგებო მომზადების სამუშაო ჯგუფს (EPWG) კატასტროფების რისკების მენეჯმენტში.

ამჟამად ექსპერტად მუშაობს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში (ISO), მიმდინარე პროექტებზე: TC292 „გამძლეობა და უსაფრთხოება“ და TC268 „ჭკვიანი ინფრასტრუქტურა“.

ნაგამურა მასააკი Tokyo Marine Holdings-ში მუშაობს სხვადასხვა საერთაშორისო ინიციატივაზე, ბუნებრივი კატასტროფის რისკების შემცირების, კლიმატის ცვლილებისა და მდგრადობის საკითხების შესახებ.

2015 წლის იანვრიდან, კატასტროფის რისკების შემცირების კუთხით, ის მუშაობდა აზია-წყნარი ოკეანიის ეკონომიკური  გაერთიანების (APEC) ფინანსთა მინისტრების პროცესზე, ორგანიზებას უწევდა  აზია-წყნარი ოკეანიის ფინანსური ფორუმის (APFF) კატასტროფების რისკის დაფინანსებისა და დაზღვევის (DRFI) ქსელს. 

მასტერკლასს მენეჯმენტის სკოლის საერთაშორისო აკადემიური პერსონალიც დაესწრო. 

მენეჯმენტის სკოლის ხელმძღვანელის, პროფესორ ნათია ზედგინიძის თქმით, იაპონელ კოლეგებთან კომუნიკაცია დაახლოებით, ერთი წლის წინ დაიწყო.  თანამშრომლობის მიზანი გახლდათ სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის იაპონური პრაქტიკებისა და ტექნოლოგიაზე დაფუძნებული რისკების მართვის მოდელების გაცნობა. 

„ონო ტაკაჰირომ და ნაგამურა მასააკმა მდიდარი პრაქტიკული გამოცდილებით შეძლეს, აუდიტორიისთვის გაეზიარებინათ და ესაუბრათ გლობალური მდგრადი განვითარების მიზნების კონტექსტში (SDGs), როგორი მიდგომები აქვს თავიანთ კომპანიას, როგორ ხდება მონაცემების ანალიზი და ბუნებრივი კატასტოფების პროგნოზირება (Data Analysis & Forecast). მოხარული ვარ, რომ აღნიშნული თანამშრომლობა შედგა და ის გაგრძელდება. კერძოდ, მიმდინარე წლის ივლისში ონო ტაკაჰირო და ნაგამურა მასააკი მენეჯმენტის სკოლის აკადემიურ კონფერენციაზე - „ეკონომიკა, ბიზნესი და მენეჯმენტი“  წარდგებიან, როგორც სპიკერები. ასევე, იაპონურმა მხარემ გამოთქვა სურვილი და გამოხატა ინტერესი, ჩაერთონ შემოდგომაზე დაგეგმილ 2023 წლის KIUInnovate საერთაშორისო ფორუმში - „Digital Horizons: Redefining Education for the Future“. “ - განაცხადა პროფესორმა ნათია ზედგინიძემ.

აღსანიშნავია, რომ მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის სასწავლო კურსის - „Optimization & Modelling” ფარგლებში ონო ტაკაჰირო და ნაგამურა მასააკი წაიკითხავენ შესაბამის მოდულს, იაპონური გამოცხილების ინტეგრირებით. სტუდენტებს საშუალება მიეცემათ, შეისწავლონ იაპონური მართვის პრაქტიკები, მოდელები, პროექტები.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ჩაჭრილია 11 პროცენტით მეტი აბიტურიენტი - 2025-2026 წლების მონაცემთა შედარება

სკოლები, რომლებშიც სწავლა ჰიბრიდულ რეჟიმში დაიწყება - მიზეზი რუსთაველის გამზირზის რეაბილიტაციაა

ინფორმაცია იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც ნაშრომი გასაჩივრებული ჰქონდათ

საჯარო სკოლის პედაგოგებმა TikTok-ზე ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეოების გამო იჩივლეს 

 

 

ჩარიცხულთა ყველაზე მასშტაბური წილი მოდის სამ მსხვილ სახელმწიფო უნივერსიტეტზე - თსუ, სტუ და ილიაუნი ლიდერები არიან

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

„ხუთი კურსდამთავრებული, ხუთი განსხვავებული გზა“ - თბილისის N28 სკოლა წარმატებას ზეიმობს

ოზურგეთის N4 საჯარო სკოლის 36 კურსდამთავრებული სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა

წვირმის საჯარო სკოლის ერთადერთი კურსდამთავრებული თსუ-ს სტუდენტი გახდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება