| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

იაგო მიქელაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ზეიმით აღნიშნეს.
სკოლაში აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობები მოეწყო, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
მათ ფერადი ბუშტებით მორთეს სკოლის ეზო, წაიკითხეს ლექსები და შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
„აღნიშნულ დღეს, ერთმანეთს ენაცვლებოდა მოსწავლეთა მიერ შესრულებული ცეკვები თუ სიმღერები“, - გვიყვებიან სკოლაში.
ბავშვებმა დრო სასიამოვნოდ, საინტერესოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
ღონისძიება IX კლასის მოსწავლეების - ლინდა და მარი დიასამიძეების ინიციატივითა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლის - როინ დიასამიძის ორგანიზებით ჩატარდა.
„მათ თანატოლებს ამ დღის დაარსების ისტორია და მნიშვნელობა გააცნეს. სამახსოვრო სურათები გადაიღეს და ბავშვებს დღე გაულამაზეს“, - გვიყვებიან სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვიწყებთ პროექტს რწმენით, რომ ზოგჯერ ერთმა შეხვედრამაც შეიძლება ადამიანის მომავალი შეცვალოს“
ვიზიტის მიზანი იყო მოსწავლეებში თანაგრძნობის, მზრუნველობისა და უფროსი თაობისადმი პატივისცემის გაღვიძება
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ