სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მსოფლიოს ყოველი ბავშვი იმსახურებს უპირობო სიყვარულს“ - ჭარნალის საჯარო სკოლის წარმომადგენლები ბავშვთა უფლებების სადარაჯოზე
07-06-2023
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო კვირეული შთამბეჭდავი ღონისძიებით აღნიშნეს, რომელშიც ყველა კლასის მოსწავლე მონაწილებდა.

ბავშვებმა დამსწრე საზოგადოებას ტრადიციული ქართული და თანამედროვე ცეკვები წარუდგინეს, ლექსები წაიკითხეს და მსმენელი უმშვენიერესი სიმღერებით დაატკბეს. 

მოსწავლეებს ბავშვთა დაცვის საერთაშორიოს დღე სასკოლო საზოგადოებამ მიულოცა. 

„სკოლა ულოცავს პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს! მსოფლიოს ყოველი ბავშვი იმსახურებს უპირობო სიყვარულსა და მზრუნველობას, ლაღ და უდარდელ ბავშვობას. ამ დღესთან დაკავშირებით ჩვენს სკოლაში შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი ღონისძიება გაიმართა. ჭარნალის სკოლის უნიჭიერესმა მოსწავლეებმა, ყოველი კლასიდან, დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს ქართული ტრადიციული, თუ თანამედროვე ცეკვები, წაიკითხეს ლექსები, მსმენელი დაატკბეს უმშვენიერესი სიმღერებით სკოლის ადმინისტრაცია დიდ მადლობას უხდის მოსწავლეებსა და კლასის ხელმძღვანელებს, აქტიური ჩართულობისა და დღის გალამაზევისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
მოსწავლეებმა - ნინი ხეცურიანმა (მე-11 კლასი) და თამარ ჩარკვიანმა (მე-9 კლასი) ჟიურის წინაშე საინტერესო პრეზენტაცია გამართეს
 

 
 
 

„ვიწყებთ პროექტს რწმენით, რომ ზოგჯერ ერთმა შეხვედრამაც შეიძლება ადამიანის მომავალი შეცვალოს“

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება და მათ ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

ვიზიტის მიზანი იყო მოსწავლეებში თანაგრძნობის, მზრუნველობისა და უფროსი თაობისადმი პატივისცემის გაღვიძება

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება