| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის რექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისაგან, საჩუქრები: ხელჩანთა, სასკოლო და საკანცელარიო ნივთები, გიმნაზიისა და ხელოვნების სკოლა-პანსიონის ყველა მოსწავლესა და თანამშრომელს გადასცა.
„საჩუქრები ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის მეშვეობით - შემოსწირა - აშშ საერთაშორისო მართლმადირებლური ქრისტიანული მოწყალების ორგანიზაციამ (IOCC), რომლის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი გახლავთ ბატონი ზაზა მაჭარაშვილი“, - აღნიშნავენ სკოლაში.
პატრიარქის საჩუქრები, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ასევე გადაეცემათ მომავალ პირველკლასელებსა და ახალი სასწავლო წლისათვის სხვა სკოლიდან მობილობით გადმოსულ მოსწავლეებს.
გიმნაზიის დირექცია მადლობას უხდის გიმნაზიის დამფუძნებელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს და ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის - გიმნაზიის დაფუძნების დღიდან - გიმნაზიაზე განსაკუთრებული მზრუნველობისათვის და საჩუქრებისათვის.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ