სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი თარიღი გამორჩეული ღონისძიებით აღნიშნეს
07-06-2023
-
+


ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პროფესიონალი პედაგოგიური საზხოგადოებისა და დირექციის ძალისხმევით, აქტიურად არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესში, ასევე ზოგადად სასკოლო ცხოვრებაში და არც ისეთ მნიშვნელოვან თრიღებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

ამის დასტურია ღონისძიება, რომელიც ჭიათურის N2 საჯარო სკოლაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ჩატარდა, სახელწოდებით - „26 მაისი - ეს დღე ჩვენია“.

ღონისძიებაში III, V, VI, VII, VIII, IX, X და XI კლასების მოსწავლეები ჩაერთნენ, ამ თარიღის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ყურადღება გაამახვილეს, თუ რა გზა გაიარა ქვეყანამ თავისუფლების მოპოვებამდე.

გარდა ამისა, მოსწავლეებმა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები გამართეს, ასევე წაიკითხეს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ლექსები და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს

ღონისძიებას ისტორიის მასწავლებლი ნანა ასანიძე და მუსიკის პედაგოგი ფატმან ცარციძე ხელმძღვანელობდნენ. 

ასევე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ჭიათურაში, კულტური ცენტრის ტერიტორიაზე, თემატური აქტივობები გაიმართა, მოსწავლეები მათ მიმდინარეობაშიც ჩაერთნენ

როგორც სკოლაში ამბობენ, IX, X, XI კლასის მოსწავლეებმა ლამაზი, შინაარსიანი ინსცენირებით მეფე ვახტანგ გორგასლის ეპოქა „გააცოცხლეს“. თეატრალური წარმოდგენა გაფორმებული იყო დეკორაციებით, აღნიშნულ ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

წარმოდგენას ისტორიის პედაგოგები - ნანა ასანიძე, მარინა ფცქიალაძე, ნარგიზა კუტალია, რუსუდან ბურჯანაძე ხელმძღვანელობდნენ, ხოლო მუსიკალურ გაფორმებაზე პედაგოგმა ფატმან ცარციძემ იზრუნა. 

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
მოსწავლეებმა - ნინი ხეცურიანმა (მე-11 კლასი) და თამარ ჩარკვიანმა (მე-9 კლასი) ჟიურის წინაშე საინტერესო პრეზენტაცია გამართეს
 

 
 
 

„ვიწყებთ პროექტს რწმენით, რომ ზოგჯერ ერთმა შეხვედრამაც შეიძლება ადამიანის მომავალი შეცვალოს“

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება და მათ ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

ვიზიტის მიზანი იყო მოსწავლეებში თანაგრძნობის, მზრუნველობისა და უფროსი თაობისადმი პატივისცემის გაღვიძება

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება