სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

აწყვიტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა უფლებათა კონვენციაზე ისაუბრეს
07-06-2023
-
+


ასპინძის მუნიციპალიტეტის, სოფელ აწყვიტის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო კვირეული მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლე-ახალგაზრდობამ კიდევ ერთხელ მოისმინა და გააცნობიერა ამ დღის როლი, მნიშვნელობა; მოსწავლეებმა ბავშვთა უფლებათა კონვენციაზე ისაუბრეს და შემდეგ, თემატური შემეცნებითი ხასიათის თამაშებით იხალისეს; წარმოადგინეს თემატური ნამუშევრები და შექმნეს პოსტერები.

„მოსწავლეებმა, აღნიშნულ დღეს ასევე როლური თამაშები წარმოადგინეს, ინტელექტუალური თამაშები ჩაატარეს და გამართეს მხიარული სტარტები... ბავშვებმა გააცნობიერეს აღნიშნული აქტივობების როლი და მნიშვნელობა, რამაც მათ მსგავსი ღონისძიებების ჩატარების დიდი ინტერესი გაუჩინა; ღონისძიების ჩატარებაზე იზრუნეს, სამოქალაქო განათლებისა და სპორტის პედაგოგებმა - ზეინაბ ივანიძემ და ცეზარ ზედგინიძემ“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჩვენ კი შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
მოსწავლეებმა - ნინი ხეცურიანმა (მე-11 კლასი) და თამარ ჩარკვიანმა (მე-9 კლასი) ჟიურის წინაშე საინტერესო პრეზენტაცია გამართეს
 

 
 
 

„ვიწყებთ პროექტს რწმენით, რომ ზოგჯერ ერთმა შეხვედრამაც შეიძლება ადამიანის მომავალი შეცვალოს“

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება და მათ ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

ვიზიტის მიზანი იყო მოსწავლეებში თანაგრძნობის, მზრუნველობისა და უფროსი თაობისადმი პატივისცემის გაღვიძება

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება