სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„საბედნიეროდ, საქართველოში ბევრი ბრწყინვალე პედაგოგი გვყავს“ - მიხეილ ჩხენკელი
04-05-2018
-
+


განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გადაცემა „აქტუალურ თემაში“ სკოლებში განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით განსახორციელებელ ცვლილებზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, პირველი სიახლე, რაც მიმდინარე წელსვე - ზაფხულში, განხროციელდება მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგებია:

„მთავრი პიროვნება, რომელიც სკოლაში საგანმანათლებლო პროცესის განმახროციელებელია, ეს არის პედაგოგი. საბედნიეროდ, ჩვენ გვყავს მრავალი ბრწყინვალე პედაგოგი. მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენ გვაქვს სიახლე ამ კუთხით - ზაფხულში დაიწყება სპეციალური ტრენინგები, რომლებზეც აქცენტი პრაქტიკულ პედაგოგიურ უნარ-ჩვევებზე გაკეთდება. რასაკვირველია, თეორიულ ტრენინგებს დიდი მნიშვნელობა აქვს, ეს შენარჩუნდება, მაგრამ ძირითადი ყურადღება პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზე იქნება მიმართული. ამ პროცესში ჩართულნი იქნებიან როგორც ჩვენი წამყვანი სპეციალისტები, ასევე ჩვენი უცხოელი კოლეგები. ტრენინგები იქნება უფრო გრძელვადიანი, ვიდრე აქამდე იყო. შემდეგ კი მონიტორინგი მოხდება - რომ ვნახოთ, რა შედეგები მოიტანა ტრენინგმა. ეს ცალსახად გაზრდის მასწავლებლების დონეს. ყველა მასწავლებელს ექნება შანსი, რომ კვალიფიკაცია აიმაღლოს,“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მინისტრმა პედაგოგების ანაზღაურებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, მასწავლებლის შრომის დასაფასებლად სამინისტროს სხვადასხვა აქტივობა აქვს დაგეგმილი, მათ შორის ერთ-ერთი კომპონენტია - ხელფასის საკითხი. როგორც მან აღნიშნა, სკოლაში დასაქმებული ყველა ადამიანის ხელფასი უნდა გაიზარდოს:

„მასწავლებლის და ასევე პროფესორის პრესტიჟი არის ასამაღლებელი. საზოგადოების დამოკიდებულება ამ ორი ურთულესი პროფესიის მიმართ უნდა შეიცვალოს. ყველამ უნდა დააფასოს პედაგოგის შრომა. სხვადასხვა ტიპის აქტივობები გვაქვს დაგეგმილი ამ მიმართულებით. მაგალითად ჯილოდები, პროფესიული კონფერენციები, ხელფასიც რასაკვირველია, უაღრესად მნიშვნელოვანია კომპონენტი. მასწავლებლების, სკოლის ხელმძღვანელობის, ასევე ტექნიკური პერსონალის, ყველა იმ ადამიანის, ხელფასია გასაზრდელი, ვინც სკოლაში მუშაობს. ეს ცალსახად ასეა,“ - აღნიშნა მინისტრმა.

მიხეილ ჩხენკელი განათლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის აუცილებელ კიდევ ერთ საკითხს - სახელმძღვანელობის თემსაც შეეხო. მისივე თქმით, სამინისტრომ თითქმის დაასრულა ახალი სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი I-VI კლასის ჩათვლით. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ კლასებში სახელმძღავნელობის ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესებულია:

„სექტემბრიდან I-VI კლასების ჩათვლით ახალი შევა სახელმძღვანელოები, რომლებიც როგორც წონის კუთხით, ასევე, რაც მთავარია, ხარისხით გაუმჯობესდა. გაისად, ზუსტად ამ დროს დავასრულებთ ახალი სახელმძღვანელოების გრიფირებას მე-7-მე-9 კლასის ჩათვლით. შემდეგ მე-10-დან მე-12 კლასის ჩათვლით სახელმძღვანელოები შეიცვლება,“ - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.

მიხეილ ჩხენკელმა კიდევ ერთ სიახლეზე ისაუბრა, რომელიც 2018-2019 სასწავლო წლიდან სკოლებში დაინერგება:

„ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში ახალი პროექტი „ევრიკა“ დაინერგება. ეს მოახდენს საუნივერსიტეტო სივრცის სკოლასთან დაახლოებას. ჩვენ ვთხოვეთ უნივერსიტეტების წამყვან პროფესორ-მასწავლებლებს, რომ ჩაატარონ დამატებითი, ონლაინ გაკვეთილები მოსწავლეებისათვის. ეს არ იქნება სტანდარტული გაკვეთილები. ეს იქნება სახალისო, საინტერესო ფორმით ინფორმაციის მიწოდება მოსწავლეებისათვის. გაკვეთილები იქნება ფოკოსურებული შემოქმედებით აზროვნებაზე. ქალბატონ მზექალა შანიძეს ვთხოვეთ, რომ ჩაატაროს გაკვეთილები ქართულ ენაში. დაანახოს ბავშვებს, თუ რატომ აირჩია ეს პროფესია, რამ მოხიბლა ის ენათმეცნიერებაში. ამ ტიპის გაკვეთილები ჩატარდება ყველა დარგში. ონაილ იმიტომ, რომ ჩვენ მოვიცავთ ყველა სკოლას,“ - აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მთავარი აკრძალვა სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით - მინისტრის ბრძანება

„აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულების“ ჩასატარებლად განაცხადების მიღება დაიწყო

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ბაღების სია, რომელთა მონიტორინგიც ერთი წლით გადავადდა

მასწავლებელთა გამოცდები გრძელდება - დღეს, ექვსმა აპლიკანტმა დაიგვიანა

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება