სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

თბილისის მე-15 საბავშვო ბაღში წყლის ხარისხის ქიმიური ანალიზის შედეგი ნორმას სრულად შეესაბამება
03-05-2018
-
+


„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ლაბორატორიის განცხადებით, თბილისის მე-15 საბავშვო ბაღში, პირველადი შეფასებით, წყლის ხარისხის ქიმიური ანალიზის შედეგი ნორმას სრულად შეესაბამება.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, სინჯების აღებიდან 3 საათში დადგინდა, რომ წყლის ხარისხის ქიმიური ანალიზის შედეგი სრულად შეესაბამებოდა ნორმას, მიკრობიოლოგიური ანალიზის პასუხები კი - 72 საათში გახდება ცნობილი.

მათივე თქმით,  მე-15 ბაღის ტერიტორიაზე ან მის არეალში წყალმომარაგების სისტემაზე დაზიანება არ ყოფილა. კომპანიის ტექნიკურმა ჯგუფმა (მიუხედავად იმისა, რომ ეს მათ კომპეტენციაში არ შედის)ბაღის შიდა სისტემა გარეცხა, რის შემდეგაც წყლის სიმღვრივე მომენტალურად გამოსწორდა.

მიუხედავად იმისა, რომ წყლის ხარისხის ქიმიური ანალიზის შედეგი სრულად შეესაბამება ნორმას, წყალს ბაქტერიული შემოწმება უტარდება და ვიდრე პასუხს არ მიიღებენ, მანამდე ბაღში სწავლა ორი დღის განმავლობაში არ განახლდება. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება