სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N33 საჯარო სკოლის მოსწავლეების წარმატებები ჭადრაკსა და კარატეში
03-05-2018
-
+


ქუთაისის N33 საჯარო სკოლის აღსაზრდელები სპორტში წარმატებას აღწევენ. 

სკოლაში ჭადრაკის წრე ფუნქციონირებს. სკოლის აღსაზრდელებს ჭადრაკს ნუკრი ჩარკვიანი ასწავლის. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მეცადინეობების დაწყებიდან მალევე პირველკლასელმა ილია ოქროჭელიძემ თავი გამოიჩინა. მან წარმატებით იასპარეზა იმერეთის საკვალიფიკაციო ტურნირში, სადაც 9 შესაძლებლობიდან 6 ქულა მოიპოვა.

ასევე გამოირჩევიან პირველკლასელები ანდრია ქებულაძე, ანა თურმანიძე და ნიკოლოზ ლეთოდიანი, მეორეკლასელი ანა ჭელიძე, მესამეკლასელები საბა ყუფარაძე და დათო სეფისკვერაძე.

ჭადრაკის გაკვეთილები თითქმის ყოველდღე ტარდება. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პატარებს ჭადრაკის გაკვეთილები მოსწონთ.

„სკოლის დირექცია აქტიურ მხარდაჭერას იჩენს სკოლის აღსაზრდელების ნიჭიერების ხელშესაწყობად“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

სკოლის აღსაზრდელები წარმატებით ასპარეზობენ კარატეში. 

სკოლის აღსაზრდელებმა სტამბოლში, შოტოკან კარატეში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს. მე-9 კლასის მოსწავლემ ლევან დოაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო მე-7 კლასის მოსწავლემ ანზორ დონაძემ ბრინჯაოს მედალი აიღო. 

მოსწავლეები სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების კარატეს ნაკრები გუნდის წევრებიარიან.

სკოლა კარატისტებს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება