სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ტესტები მე-11-12 კლასების სახელმძღვანელოების მიხედვით შედგა - ყველაფერი რაც აბიტურიენტებმა ისტორიის გამოცდისთვის უნდა იცოდნენ 
25-05-2023
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა ხშირად დასმული კითხვები და პასუხები ისტორიაში. აბიტურიენტების კითხვებს ისტორიის ჯგუფის ხელმძღვანელი მანანა ჯავახიშვილი პასუხობს:
 
- ახალ დავალებაში ანალოგიური მოვლენის დასახელებისას მოცემულ საუკუნემდე მომხდარი მოვლენა უნდა დავასახელოთ, თუ მსოფლიო ისტორიის მანძილზე მომხდარი ნებისმიერი მოვლენა?

- ახალ, 22-ე, დავალებაში ანალოგიური მოვლენის ქრონოლოგიური ჩარჩო, ეპოქა  განსაზღვრული იქნება. 

- 22-ე დავალებაში ანალოგია თუ პროგრამული არ იქნება და არაპროგრამულ მოვლენასთან გავავლე პარალელი, გაუქმდება პასუხი?

- თუ პასუხი ლოგიკურია და მასში არ არის დაშვებული ფაქტობრივი შეცდომა, იგი შეფასებული იქნება. 

- 6-ქულიან დავალებაში თუ ერთი კითხვა ვერ დავწერეთ, მთლიანი დავალება ნულდება?

- არა, დავალების კითხვების უმეტესობა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ფასდება. 

- წყაროდან ციტატის გადმოტანა შეიძლება?

- ციტატის გადმოტანა შესაძლებელია, თუ ადეკვატურად, სრულად პასუხობს შეკითხვას.

- რომელი სახელმძღვანელოების მიხედვით ხდება ტესტების შედგენა?

- ტესტები იქმნება ისტორიის მე-11 და მე-12 კლასების გრიფირებულ სახელმძღვანელოებში მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

- წელს შეცვლილია ტესტის მაქსიმალური და მინიმალური ქულები?

- ტესტის მაქსიმალურ და მინიმალურ ქულებს წელს ცვლილება არ შეხებია.  მაქსიმალური ქულა კვლავ არის 60, ხოლო აბიტურიენტი მინიმალური კომპეტენციის ზღვარს გადალახავს, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.

- ისტორიული წყაროს დავალების შესრულება რამდენად მოითხოვს ფაქტობრივ ცოდნას? დოკუმენტს გარეთ როგორი და რა სირთულის კითხვები იქნება მოცემული?

- ისტორიული წყაროს  დავალების მიზანია უცნობი წერილობითი წყაროს გაგება-გააზრება. დავალება მოითხოვს წყაროში მოცემული ისტორიული კონტექსტის მინიმალურ ცოდნას.

- რას გვირჩევთ, რაზე გავამახვილოთ ყურადღება, რომ მაღალი ქულა მივიღოთ?

- ჩემი რჩევა იქნება, ყურადღებით გაეცნოთ ტესტში მოცემულ ინსტრუქციებს, დავალებების პირობებს და მხოლოდ შემდეგ დაიწყოთ მუშაობა. არ იჩქაროთ, შეეცადეთ პასუხები იყოს ლაკონური და მკაფიო.

- კალიგრაფიას თუ ექცევა ყურადღება? 

კალიგრაფიას ყურადღება არ ექცევა, მთავარია ნაწერი იკითხებოდეს, ხშირად გამსწორებლები ვერ არჩევენ გაკრულ ხელს და შეფასებაც ვერ ხერხდება.  გთხოვთ, ეს გაითვალისწინოთ.

- სქემის დროს რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? მისაღებია თუ არა ღია კითხვებზე მოკლე და ლაკონური პასუხების გაცემა?

- სქემის ყველა დეტალი უნდა შეისწავლოთ  ყურადღებით, ასევე ტექსტიც და მხოლოდ შემდეგ გასცეთ პასუხი. პასუხებისთვის გამოყოფილია შესაბამისი ველი პასუხების ფურცელში, შეეცადეთ პასუხები იყოს ლაკონიური.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სად ნახავენ აბიტურიენტები პირველად შედეგებს?

ქულა, რომელიც სპეცმასწავლებელბს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის სჭირდებათ - ცვლილება ტესტირების წესში  

გამოსაცდელთა საყურადღებოდ - დამატებითი გამოცდის ჩაბარება აუცილებელი პირობაა

 ანაზღაურება 3490 ლარია - რა თანამდებობაზე გამოაცხადა ვაკანსია მანდატურის სამსახურმა 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება