სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრებით და თქვენი წინსვლა და წარმატება გაგვახარებს“- ვახტანგისის N2 სკოლაში მე-12 კლასელებს გზა დაულოცეს 
24-05-2023
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისის N2 საჯარო სკოლიდან კურსდამთავრებულები ემოციურად გააცილეს. 

მათთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. მეთორმეტეკლასელებმა ტრადიციული თეთრი მაისურები მოირგეს, ერთმანეთს სურვილები დააწერეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და მასწავლებლებს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს. 

კურსდამთავრებულებს სკოლის დირექტორი, მასწავლებლები და მოსწავლეები ემოციურად დაემშვიდობნენ და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვეს.

„სკოლის დამთავრებას და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას გილოცავთ, ბავშვებო. იმედი მაქვს, ჩვენთან ჩამოგიყალიბდათ კარგი ადამიანის ყველა თვისება, რა თვისებებიც გამოგადგებათ ცხოვრების გზაზე. ვფიქრობ, თითოეული თქვენთაგანი ცხოვრების სწორ გზას აირჩევს, ჩვენ ხომ ამას გასწავლიდით 12 წელი. რა პროფესიასაც არ უნდა დაეუფლოთ, მთავარია, დარჩეთ კარგ ადამიანებად და იცხოვროთ ღირსეულად. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრებით და თქვენი ნებისმიერი წინსვლა და წარმატება გაგვახარებს. დარწმუნებული ვარ, თქვენთვისაც დაუვიწყარი იქნება სკოლაში გატარებული წლები, ყოველთვის ტკბილად გაგახსენდებათ და მონატრების გრძნობა გაგიჩნდებათ ღრმა სიბერემდე. გვიყვარხართ, ბავშვებო და ბედნიერ ცხოვრებას გისურვებთ“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება